ტექსტი ეძღვნება სანდრო ლორიას ხსოვნას

მკვდარი სიჩუმე იდგა. შუქი ჩაქრა, და სხვა სინათლეზე მე დავინახე ჩუმად მობორიალე არსებების ბრბო, რომელთა შექმნაც მხოლოდ წამონთებულ გონებას ან ჯოჯოხეთს შეეძლო. ისინი ნახევრად გავდნენ ადამიანებს, უფრო სწორად იყვნენ ნაწილობრივ ადამიანურები და სრულიად არაადამიანურები - ბრბო იყო უსახობამდე ჭრელი, აუჩქარებლად, თითო თითოდ, ისინი ქვებად შლიდნენ საუკუნოვან კედელს. როცა ხვრელი საკმარისად გაფართოვდა, ისინი ერთი მეორის მიყოლებით შემოიჭრნენ ლაბორატორიაში.

ჰ. ფ. ლავკრაფტი "ჰერბერტ უესტი მკვდრების გამცოცხლებელი"


ვინ შეიძლება იცოდეს, როგორ დავიწყეთ სამყაროს შექმნა, რა იყო ჩვენი სიმდიდრე, რას ვხარჯავდით და რას მოვიპოვებდით, ჩვენ გვქონდა სიყვარული და იძულებული ვიყავით იგი დაგვემახინჯებინა, რომ მისთვის მიგვეცა "მისაღები" ფორმა.
და ჩვენ დავიწყეთ სამყაროს შექმნა, რომელიც უცხო იქნებოდა თქვენთვის, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდა თქვენ სხეულს, და ბევრმა დაინახა ჩვენი ქმნილება, ბევრმა გადაწყვიტა, რომ ამით შეიძლებოდა ფულის, ატომური ბომბის და მონოთეისტური ღმერთის გაკეთება, ჩვენ კი გავნაგრძეთ ჩვენი სიყვარულის გარყვნა, აღმოვაჩინეთ რომ სასიამოვნოა ყველა ხვრელი, როგორც ბუნებრივი ასევე ფანატიკოსი ტერორისტების, ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცების, მთვარეული მანიაკების და ნარკო დილერების მიერ გასროლილი ტყვიებით გაკეთებულიც.
თქვენ შემოიხედეთ და თქვით, რომ ეს ნეკროფილიაა და მკრეხელობა, შემოიხედეთ და თქვით, რომ ერთი ვართ, ერთმანეთს უნდა ვგავდეთ და ამიტომ ჩვენ, თქვენთან არაფერი გვესაქმება.
ჩვენ დავრჩით კიდევ უფრო მარტო, გავხადეთ ჩვენი სამყარო კიდევ უფრო უცხო, უფრო გარყვნილი და მიუღებელი. უკვე ვიყავით იქ სადაც თქვენ ვეღარ შემოიხედავთ, ვერ გამოგვყვებით, რადგან დაკარგეთ ამის ნება და აღარ აპირებთ მის ძიებას.
შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს როგორ მოვიპოვეთ მარტოობა ძალიან პერსონალურ კომპიუტერებთან, როგორ მოვგროვდით, რამ გაგვაერთიანა დეფექტის გამო ჩამოწერილი რობოტების მსგავსად, რომლებსაც განადგურების წინ სპეციალურ კონტეინერებში ათავსებენ.
როგორც პატარებს, ჩვენ გვახარებს ყურადღება თუნდაც ისეთი, როგორი ყურადღებითაც მტაცებელი მხეცი ეკიდება თავის მსხვერპლს ნადირობისას. ეს სიცოცხლეა - მისი თამაში და ჩვენ არ ვაპირებთ სცენიდან გასვლას. მერე რა, რომ ჩვენი მეგობრები მიდრეკილი არიან სუიციდისკენ, ესეც ცეკვაა ჩვენ ვიცეკვებთ სპეციალურად სიკვდილისთვის და იმედს დავიტოვებთ, რომ ამაში მტრები აგვყვებიან. არ ვაპირებთ ფიქრს იმაზე თუ რატომ დავიბადეთ, საიდან მოვდივართ, აქ რას ვაკეთებთ და სად მივდივართ, რადგან ადამიანთა უმრავლესობა "ფიქრად" მიიჩნევს მერყეობას და საკუთარ თავთან კამათს. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვიყავით შიგნით მიგვეღო ენერგეტიკული ფაქტები, LSD და ყველაფერი რაც აშინებდა კაცობრიობას მთელი მისი არსებობის განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ მოგზაურობისთვის. გვჯერა სიყვარულის, როგორც რიცხვების. გვჯერა სულის ციფრულობა, რომ უცხოპლანეტელებს აქვთ სქესი და შეიძლება მათთან ჟიმაობა. ალბათ სწორედ ეს ხდის მიმზიდველს კოსმოსს და ვარსკვლავებს.
ერთხელ ჩვენ დაგვავიწყდა როგორ ვქმნიდით სამყაროს და ისევ აქ მოვედით, რომ მიგვეღო ემბრიონის პოზა კლავიატურით ხელში, დნმ-ით გვეტარებინა ერთუჯრედიანის და ემბრიონის პოტენციალი. ჩვენ მოგვინდა ამის გაკეთება კიდევ ერთხელ, როგორც ყველას - ყველა ჩვენ უჯრედს. ალბათ არაფერია იმაზე სასიამოვნო როცა ჩუმად იხრწნები, იშლება შენი პიროვნება, მიკრობების დონემდე მარტივდება მისი აზროვნება. მიკრობები კი დაცოცავენ სიცოცხლე უხარიათ და როგორც ჩვილ ბავშვებს - სამყარო მთელი თავისი შიშველი სხეულით უყვართ. მათ ზემოთ კი ადამიანები ყვავილებით ხელში დადიან. გამოთაყვანებული სახეებით, ცდილობენ წარმოაჩინონ ტანსაცმელი და ტანი, ხელი გადაუსვან გამოსახულებას სერიული წარმოების ქვაზე. თავი შეიკავონ იმის წარმოდგენისგან თუ როგორ შეიცვალა ეს გამოსახულება მიწის ქვეშ, სხვადასხვა ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების გავლენით. მათთვის გაუგებარია რატომ ქვია რეი ბრედბერის ფანტასტიკურ ნაწარმოებში აღწერილ საპნის ოპერებს - "ნათესავები". კრიმინალურ ორგანიზაციებს - "ოჯახი" და მათთან შედარებით რამდენად გულუბრყვილოა ჩარლზ მენსონი.
ჩვენ არ ვაპირებთ რამე ვიცოდეთ ზუსტად, სამაგიეროდ შეგვიძლია ვარაუდი და გვაქვს გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა გახდე "ყველაზე საშიში ადამიანი დედამიწაზე"
ჩვენ ეხლა აქ ვართ.
ჩვენ უკვე მზად ვართ,
ჩვენ ვისწავლეთ დუმილი.

0 Responses to 'ELY! ELY! ლამა საბაქთანი!'

Post a Comment