1. ქალაქის წარმოშობის მიზეზები

1.1. ჩიხი სოციალურ ქსოვილთან ურთიერთობისას წარმოქმნილი ციკლური პროცებისგან თავის დაღწევის მცდელობისას
1.2. პროექტის ავტორის ფინანსური პროფილაკტიკის და რეაბილიტაციის სურვილი
1.3. ისეთი გამოცდილების და ცოდნის რეალიზაციის მცდელობა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შეჯიბრის ფონზე არის თანამედროვე რეალობისთვის გამომწვევი, შეუსაბამო და ამ შეუსაბამობის ხარჯზე ეგზოტიკური

2. ქალაქის არსებობის მიზანი

2.1. კონკრეტული სოციალური ჯგუფის გაერთიანება ლოკალურ რეალობათა გარკვეული ასორტიმენტით(იგულისხმება PC თამაშები), რეალობებთან დაკავშირებული სიუჟეტით ამ სიუჟეტის აღწერისთვის საჭირო ტერმინოლოგიით.
2.2. კონკრეტული კოლექტიური ემოციური მდგომარეობის მიბმა გარკვეულ პირობით შაბლონზე(შეძახილი, ჟესტი, რაიმე სიტყვა მაგ. PC თამაშის გმირის სახელი). შემდგომში ამ ემოციური განწყობის სხვა - ყოველდღიურ კონტექსტში აქტივაციის მიზნით.
2. 3. მენტალური ვირუსული პროგრამების გავრცელება, დაბინავება და საჭიროების შემთხვევაში მათი აქტივაცია/დეაქტივაცია - გარემოში სადაც პროექტის ავტორი ატარებს დიდ დროს.

3. ქალაქის არსებობის პროცესი

3.1. ქალაქი არსებობს პასიურად ანუ მისი რეალური მაცხოვრებლები იცნობენ მხოლოდ პროექტის პასიურ მიზეზს (იხ. პუნქტი 1.2.)
3.2. ქალაქის არსებობის დასაწყისი წარმოადგენდა ექსპერიმენტს, ექსპერიმენტია მისი არსებობის მიმდინარე პროცესიც.
3.3. ანგარიშს ექსპერიმენტის მსვლელობის შესახებ იბარებს მეტა-სოციალური ჯგუფი(ELY) რომელსაც უნარი შესწევს მაღალი ხარისხით გააცნობიეროს მოცემული პროექტის არსებობის მიზნები, პროცესები და შედეგები.

2 Responses to 'R'Lyeh - ფსიქოგეოგრაფიული სუბიექტის არსებობის, უფლების დეკლარაცია.'

  1. Magic No Hair said...
    http://rel0ad.blogspot.com/2009/09/rlyeh.html?showComment=1253747654167#c8017181526582299513'> September 23, 2009 at 4:14 PM

    გამარჯობა მეგობარო.

    : )

     

  2. Next said...
    http://rel0ad.blogspot.com/2009/09/rlyeh.html?showComment=1255990391218#c1698267348251807015'> October 19, 2009 at 3:13 PM

    როცა შემოდგომა გააღებს ოქროს კარებს მე ვესტუმრები R'Lyeh-ს პატარა ელექტრონული საჩუქრით ხელში.

    :)

     

Post a Comment