1. თქვენ აქ ვერ იპოვით მეგობრებს.

2. წრესთან ადაპტაციის პირველი პერიოდი ხშირად არასასიამოვნოა და ნეგატიურად მოქმედებს ახლად დეპროგრამირებული სუბიექტის სოციალურ თვითშეფასებაზე.

3. თვითშეფასების ცვლილების მიუხედავად აუცილებელია რეპუტაციის კონტროლი. საქართველოში ნებისმიერი ალტერნატიული სოციალური საზოგადოება ასოცირდება არასასურველ, “უწმინდურ” მტრულ ორგანიზაციასთან. ყველაზე ხშირად რომელიმე ქრისტიანულ სექტასთან. პ.ს.ქ. საზოგადოების წევრი პასუხისმგებელია საკუთარ რეპუტაციაზე ჩვეულებრივ სოციალურ გარემოში.

4. რომანტიკულად განწყობილი ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც იზიდავს იდუმალება და მოელის ზებუნებრივ შედეგს. პ.ს.ქ. საზოგადოების აქტივობა ხშირად შეიძლება ძალიან გავდეს ჩვეულებრივ ლოთობას.

5. პ.ს.ქ – ში ჩვეულებრივი სოციალური ქსოვილის დეპროგრამირების მიზნით ხშირად შეიძლება სპონტანურად დაიგეგმოს ნეირო ან კიბერ ტერორისტული აქტი, როგორც სასცენო ისე ყოფით ჩარჩოში.

6. წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს პ.ს.ქ საზოგადოება. ამ შემთხვევაში საზოგადოება ვალდებული არაა გაიზიაროს მისი უსიამოვნო ემოციური მდგომარეობა “სევდა” თუ რათქმაუნდა წევრი ამას წასვლისას იგრძნობს.

7. წასულს შეუძლია უკან დაბრუნება. წრესთან რე ადაპტაციის პირობით, რომელიც შედგება სპონტანურად და უნდა შესრულდეს 23 წუთში. გაითვალისწინეთ რეადაპტაცია გაცილებით უფრო ნეგატიურად იმოქმედებს თვითშეფასებაზე ვიდრე ეს ხდებოდა ადაპტაციის პირველ პერიოდში.

8. პ.ს.ქ. წევრს შეუძლია და სასურველია, რომ იყოს ინკოგნიტო.

----------------------------------------------
აგრეთვე იხილე: ლაბორატორიის აპოლოგია , სუბიერქტურ ტერიტორიაზე ლაბორატორიის უფლების დეკლარაცია.

1 Response to 'წესები და რეკომენდაციები'

  1. Anonymous said...
    http://rel0ad.blogspot.com/2008/12/1.html?showComment=1661733706159#c4697942843670928119'> August 28, 2022 at 5:41 PM

    ციფრული უსასრულობა

     

Post a Comment