1. ადამიანთა უმრავლესობის ყურადღებას ადვილად იპყრობს ოფიციალური დეკლარაციები, საჯარო პოლიტიკური განცხადებები და ხსვა მსგავსი პრესკომფერენციები. აგრეთვე მარკეტინგული სიახლეები, მოვლენები რომლებსაც შეუძლიათ ცვლილებები გამოიწვიონ სოციალურ იერარქიაში. მედია სივრცეში დამკვიდრებულია ბევრი კონკრეტული იარლიკი, შაბლონი და ტერმინი რომელიც ძალიან ადვილად მართავს მასების ყურადღებას.

2. ლაბორატორია, ცდის, აკვირდება, და სწავლობს ყურადღებას, ოგორც მძლავრ სუბიექტურ ფაქტორს. ლაბორატორია ვარჯიშობს ყურადღებით მანიპულირებაში ღიად.

2.1. ლაბორატორიისთვის მასების ყურადება არის სუბიექტური ტერიტორია, რომლისთვისაც მიმდინარეობს ბრძოლა მედია სივრცეში.
2.2. ლაბორატორია პირდაპირ აცხადებს უფლებას სუბიექტურ ტერიტორიაზე.
2.3. სუბიექტურ ტერიტორიას ლაბორატორია იყენებს საველე კვლევების განსახორციელებლად. ცდები სანქცირებულია ზოგადი პრინციპით. (იხ. “ლაბორატორიის აპოლოგია” პუნქტი 2, 2.1, 2.2.)

3. ლაბორატორიას უნარი აქვს, შექმნას სუბიექტური ტერიტორიის განზოგადებული მოდელები. იქნება ეს ნახატი, მუსიკალური კომპოზიცია, პოემა თუ რამე სხვა ნაწარმოები. (იგულისხმება ამჟამად ორგანიზაციაში არსებული სუბიექტები, კოლექტივები და მათი მოღვაწეობის სფეროები.)

3.1. ლაბორატორიას უნარი აქვს გამოავლინოს სუბიექტური ტერიტორიის მითვისების მიზნით დამკვიდრებული შაბლონები და ტერმინები.
3.2. უნარი აქვს, გამოიყენოს უკვე დამკვიდრებული შაბლონები, აგრეთვე დაამკვიდროს ახალი.

4. სუბიექტური ტერიტორიის განსაზღვრება არაერთმნიშვნელოვანია.

4.1. არაერთმნიშვნელოვანება იწვევს კამათს, და სუბიექტური ტერიტორიის ინტერპრეტაციებს შორის ილუზორულ შედარებებს, ეს ხელს უწყობს ყოველდღიურ ყურადღებაში ჩვენი ტერიტორიის ზრდას და მთლიანად ორგანიზაციის წარმატებას.
4.2. ნებისმიერი ობიექტური მტკიცება სუბიექტურ ტერიტორიასთან დაკავშირებით წარმოადგენს მეტაფორას.
4.3. სუბიექტურ ტერიტორიაზე მუდმივია ცვლილებები, ცვლილებებზე ლაბორატორია რეაგირებს მე 3 პუნქტზე დაყრდნობით.

5. ლაბორატორია არის ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა მანამ, სანამ წევრები გააცნობიერებდნენ მის არსებობას.

5.1. ლაბორატორია არის სუბიექტური, ზოგადი პრინციპი.

6. ობიექტურობის დოგმებიდან თავისუფალ(გართობის) რეჟიმში ცნობიერების მუშაობა უნარჩუნებს სხეულს ჯანმრთელობას და ახალგაზრდულ იერს. (იხ. \"ლაბორატორიის აპოლოგია\" პუნქტი 1.)

0 Responses to 'სუბიერქტურ ტერიტორიაზე ლაბორატორიის უფლების დეკლარაცია'

Post a Comment