მე დავდიოდი მაგიის გზებზე, როგორც სულელი, ეს გზები კი მოლიპულია. დავდიოდი და არ ვიცოდი საფრთხის შესახებ. ვიცოდი მხოლოდ, რომ სულელებს შეუძლიათ ამ გზების გავლა.

ჩემს უცნაურად მომღიმარ მეგობარს,

რომელიც გავიცანი ქსელში. რეალურ ცხოვრებაში შევხვდი სულ 2 ჯერ, მაგრამ წარმოუდგენლად მოკლე დროში მოვახერხე მასთან დაახლოვება. იგი და მისი აზროვნების ხასიათი ძალიან უცნაურად ემთხვეოდა ჩემს იდეებს და მისწრაფებებს. ამ უცნაურობის ხარისხი კი იმდენად მაღალია, რომ მაიძულებს გააზრებულად შევწყვიტო ამ თემაზე ფიქრი, თუმცა განზრახული მაქვს ბევრი რამ ჩემი ცხოვრებიდან მივუძღვნა მის ხსოვნას.

თვითონ ალბათ დამცინებდა ეს ტექსტი, რომ წაეკითხა.

Therion - ი გარდაიცვალა 2008 წელის 12 დეკემბერს. მე მიმაჩნია რომ იგი დაიღუპა ომში – ომში პოსტ სოციალურ და ჩვეულებრივ სოციალურ ქსოვილს შორის. თუმცა ვინ იცის. იქნებ მოგზაურობს ისეთ სამყაროებში როგორებიც ჩვენ ჯერ არც დაგვსიზმრებია.

0 Responses to 'Therion-ს'

Post a Comment