მუსიკა არის ენა, რომელიც ხანდახან აიძულებს ადამიანებს(განსაკუთრებით მოზარდებს) განიხილონ სამყარო ალტერნატიული პოზიციიდან.
მაგრამ ბავშვები მიეჩვივნენ კეტების ყიდვას, წვეტიანი სამაჯურების გაკეთებას ისე, რომ ვერ ხედავენ ამაში რაიმე აზრს. უფრო უარესი ისაა, რომ ბევრი მათგანი არც კი აპირებს ამის მიღმა აზრის დანახვას. გავრცელებული იარლიკებია:
1. მადანაშაულებელი პოზიციიდან – “ეს მუსიკა ხომ სატანურია”
2. თავის მართლების პოზიციიდან – “მე ვუსმენ მარტო მუსიკას მისი აზრი და ჯგუფის წევრების იდეოლოგია არ მაინტერესებს”
ძალიან ცოტას თუ შეუძლია გასაგებად თქვას “მე ვუსმენ მუსიკას და თუ მისი ხმოვანება მსიამოვნებს, ვცდილობ გავიგო და მივიღო იდეები რომელსაც იგი გადმოსცემს, რადგან არ მინდა ვუსმინო ზერელედ” და კიდევ უფრო იშვიათია ადამიანი ვინც იტყვის “ჩემთვის მისაღებია მუსიკა და მისი იდეები მასთან ერთად” ასეა თუ ისე მუსიკა თავის საქმეს აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს მიუხედავად იმისა, როგორ იარლიკებს შეაბამენ მას (“ფსიქოდელიკ როკი”, “პოპი”, “ფოლკლორი”, “ელექტრონული”, “აგრო ინდუსტრიალური” და ა.შ.)

ჩარლზ მენსონი
მოვლენათა ტიპი რომელიც მუდმივად რჩება მასმედიის ყურადღების მიღმა


ჩარლი არის დამნაშავე და ალბათ ამერიკელ დამნაშავეთა შორის ერთ ერთი საშინელი, მუხედავად ამისა მან მოახერხა აეხსნა მუსიკის მოვლენა ისე, როგორც ეს ჩემთვის მაგალითად მისაღებია და მაიძულებს მას დავეთანხმო:
“ბავშვები, რომლებიც მოდიან თქვენს სახლებში დანებით ხელში – თქვენი ბავშვებია. მე არ მისწავლებია ეს მათთვის. თქვენ ასწავლეთ. უმეტესობა იმათგან ვინც მოვიდა ჩემთან ძველ რანჩოში, ისინი ვისაც ჩვენ ვეძახით “ოჯახს”(მენსონმა შექმნა ცნობილი ამერიკული სექტა A.T.W.A. შეიძლება დღეს მოზარდებში მეტნაკლებად ცნობილი იყოს ამავე სახელწოდების სიმღერა S.O.A.D.-ის შესრულებით) ისინი არიან თქვენს მიერ უარყოფილნი... მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო მათთვის. ამოვათრიე ისინი სანაგვე ურნიდან, მე ვუთხარი მათ, რომ “სიყვარულში ცუდი არაფერია”.
მე წარმოვადგენ იმას რაც ცხოვრობს ყველა და თითოეული თქვენგანის შიგნით... მე არასოდეს მივლია სკოლაში, დღემდე წესიერად ვერ მისწავლია წერა და კითხვა, მე ვიჯექი ციხეებში, ამიტომაც დავრჩი განუვითარებელი, დავრჩი ბავშვი, ამ დროს კი თქვენი სამყარო იზრდებოდა. მე ჩავიხედე იმაში რაც თქვენ შექმენით, და ვერ შევძელი ვერაფრის გაგება. ეხლა, რომ შემეძლოს მე მოვგლეჯდი ამ მიკროფონს
(იგი ამ სიტყვას თავის სასამართლოზე წარმოთქვამდა) და თავებს დაგიხვრეტდით რადგან თქვენ ზუსტად ამას იმსახურებთ... განა საიდუმლოა ის ფაქტი, რომ მუსიკა ახალგაზრდებს ისთებლიშმენტის წინააღმდეგ საბრძოლველად განაწყობს? მუსიკა გესაუბრებათ თქვენ ყოველდღე, მაგრამ თქვენ ხართ ყრუები მუნჯები და ბრმები, თქვენ არ შეგწევთ უნარი აღიქვათ იგი და კიდე ბევრი რამ... აი ბავშვებიც გარბიან თქვენგან ქუჩაში და ბოლოს მაინც თქვენ გაწყდებიან!”

ჩვენ არ ვაპირებთ გავამართლოთ ჩარლზ მენსონის ცხოვრების წესი და არ ვაპირებთ მისი კრიტერიუმების და ფასეულობების ვინმესთვის თავზე მოხვევას ან პოპულარიზაციას.
პოსტ სოციალური ქსოვილის ფასეულობები და კრიტერიუმები ვერ იქნება ისე ერთმნიშვნელოვანი როგორც მენსონი,

მ ა გ რ ა მ

მენსონის ეს სიტყვები ისევე მართალია, როგორც ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი
ან პირიქით
მენსონის ეს სიტყვები ისევე მცდარია, როგორც ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი

ვისაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია რაა მართალი – მუსიკა თუ სიტყვები, თუ ორივე ერთად ვისაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, ერიდოს გულზე რაიმე ნიშნების დაკიდებას თორემ შეიძლება უცაბედად აღმოჩნდე ისეთი “ოჯახის” წევრი რომელიც სინამდვილეში სულაც არაა შენი.

0 Responses to 'ბავშვებისთვის ძილის წინ საკითხავი, მუსიკალური მიმდინარეობების შესახებ'

Post a Comment