კურდღელი

მოსწავლის მიზანია, რაც შეიძლება მალე მიხვდეს, რომ სწავლა უნდა შეწყვიტოს, თუ სურს ხალხს თავი დაამახსოვროს, რამე მაინც შეცვალოს, არადა იჯდები ღრმად მოხუცი ლოტოსის პოზაში და განსხივოსნებულ მზერას ახალგაზრდა ქალის აღმგზნები თეძოებისკენ გააპარებ, შინაგან სიმდაბლეს ინდიფერენტული იოგის გაცისკროვნებული ნიღბით დამალავ, გულს კი სექსუალური წყურვილის თეთრი ჭიები ამოგჭამენ. გახრწნილი აზრების ყროლს გაწმენდილ აურად მონათლავ და გააგრძელებ ბედშავი ხალხის მოტყუებას, მკურნალობას, დამშვიდებას.
ი. ჩარკვიანი “მშვიდი ცურვა”


ჩვენ ხშირად ვადევნებთ თვალს ადამიანებს, რომლებიც გამოდიან გრძელი სიტყვით, ისინი ლაპარაკობენ, გვირჩევენ, გვაიმედებენ, ცდილობენ გააღვიძონ ჩვენში სიამაყის გრძნობა. ჩვენ ვსხედვართ და პირდაღებულები ვყლაპავთ ამ ხმამაღალი მოძღვრებების ნიაღვარს. მოქადაგეთა შორის არიან უკმაყოფილონიც, არიან ვითომ-ცინიკოსები (უმეტესად იუმორის გრძნობას მოკლებულნი), იშვიათად გამოერევიან ისეთები, რომელთა მოსმენაც რეალურად საინტერესოა. არაფრით არ აღგაგზნებს, არც უაზროდ გაიმედებს. უბრალოდ ხვდები, რომ ამ კაცმა თავისი საქმე იცის და არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი რეგულარულად მოსმენა, მაგრამ ასეთები მალევე ქრებიან, ზოგჯერ იღუპებიან კიდეც ფრიად უცნაურ გარემოებებში. ყველაფერი აუცილებლად მამათმავლობასთან დაკავშირებული ბინძური ჭორების ბურუსში ეხვევა. ეს ქართული წესია, ყველა, ვინც ცდილობს საქმე სიყვარულით აკეთოს, პედარასტის იარლიყით ჯილდოვდება. აჯობებს წარმოიდგინოთ, რა ხდება ამ ადამიანების სხეულში, როცა ისინი სიტყვით გამოდიან. როგორ ცემს მათი გული, როგორი ბავშვური შიშით მალავენ ისინი საიდუმლოს, რომელიც უკეთეს შემთხვევაში შეიძლება უკავშირდებოდეს ვენერიულ დაავადებას ან დედაშვილურ დამოკიდებულებას ცოლთან. რაღა დასამალია და, ბატონს მიჩვეული ჩვენი ქვეყანა ახლა სწავლობს თავისუფლებას, ვინ იცის, უკვე მერამდენედ. ამიტომაც, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მის სათავესთან მდგარი ჩინოვნიკებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ შებოჭილი პირველკლასელების მიმიკას და მეტყველების ფორმას. კიდევ ერთხელ, ოდნავ იმედისმომცემია, რომ მათ შორისაც მოიძებნებიან ისეთები, ვისაც აშკარად ეტყობა თავისი საქმის ცოდნა. ასეთები ერთეულებია. ერთი ხელის ყველა თითიც კი არ სჭირდება მათ ჩამოთვლას. მოკლედ, მეც ალბათ ჯერ თავი ვერ დამიღწევია იმ პროგრამებისგან, რომლებიც ბავშვობისას სკოლაში დამიინსტალეს კეთილისმსურველმა პედაგოგებმა, ამიტომ ავდგები და აგიღწერთ ნახატს, რომლის ავტორიცაა ნაოტო ჰატტორი, თქვენ იგი შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე: http://www.wwwcomcom.com ნუ გაგაკვირვებთ ამ ვებ-გვერდის მისამართის ფორმა, დამერწმუნეთ, იგი არაა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. მასზე განთავსებულია ნაოტოს გალერეა და ყველაფერი ამ მხატვრის შესახებ.
მაშ ასე სურათის აღწერა:

ერთი შეხედვით, დახატული არსება ძალიან ჰგავს კურდღელს, უფრო სწორად, კოსტუმში გამოწყობილ ადამიანს, რომელსაც აქვს კურდღლის თავი. როგორც მოგახსენეთ, ერთი შეხედვით შეიძლება თქვათ, რომ სურათზე ჰალსტუხიანი კურდღელია, მაგრამ უკეთ დაკვირვებისას აღმოაჩენთ, რომ კურდღლის თავი სინამდვილეში შედგება უცნაური ნაწილებისგან. ყურების ნაცვლად ფალოპის მილები, დიდრონ თვალებს შორის, იქ, სადაც შუბლი უნდა იყოს, არის გადმობრუნებული საშო, საიდანაც ვაგინაში ჩასმული მესამე თვალი შემოგვცქერის. მას დანარჩენ ორ თვალთან შედარებით უფრო ბრძნულ გამომეტყველებას აძლევენ საშოს შიდა ბაგეები, რომლებიც ამჯერად ქუთუთოების ფუნქციას ასრულებენ. კურდღლის პირში, რომელიც საეჭვოდ წააგავს სხეულის რომელიღაც ხვრელს, მოჩანს გადაკუზული ქალის ფეხები და უკანალი, დუდნდულებს შორის ამოკვეხებული საცვლით. მგონია, რომ ამ ნახატის აღწერა ბევრნაირად და ხანგრძლივად შეიძლება, ამიტომ აჯობებს, იგი თვითონვე ნახოთ, ჩემი წინასწარი შემზადების გარეშე, და სხვა ნიუანსები თავად აღმოაჩინოთ. მე კი ამ თავის წერას დავამთავრებ.


მკვლელობები და მოძღვრება მკვლელობის შესახებ

მოკლედ, ცუანა წმინდანობა თუ გინდა ითამაშო, უსმინე შენს კურდღელს. არადა ამ კურდღლისგან ჯობს საჭმელი გააკეთო. სუნელი დააყარე, თორემ ბინას აგიყროლებს.
- ჩაილაპარაკა ლენინმა და სიგარა საფერფლეში ჩადო.
ი. ჩარკვიანი “მშვიდი ცურვა”

“ისინი არსებობენ ჩვენს წარმოსახვაში,
ჩვენს წარმოსახვაში
და ჩაქუჩებით ხვრეტენ დედამიწას”
NothingFM – Nothing

“რევოლუცია, ნამდვილი რევოლუცია შეიძლება განხორციელებულ იქნას არა გარე სამყაროში არამედ ადამიანის სხეულში და სულში. მარკიზ დე სადი ცხოვრობდა ფრანგული რევოლუციის დროს და როგორც მოსალოდნელი იყო რევოლუციის ამ თეორიას იყენებდა, რომ თავისი სიგიჟისთვის გარეგნული ნორმალურობა მიეცა”
ო. ჰაქსლი


არავისთვის უცხო არ უნდა იყოს შეგრძნება, როცა ვინმე გძულს, ვინმესი გშურს, არა იმიტომ, რომ ბოროტი ხარ. უბრალოდ ამას ცხოვრებისეულ უსამართლობას მიაწერ. ნერვებს გიშლის იმის ცქერა, თუ როგორ დანავარდობენ კურდღლები, როგორ ავსებენ ფურცლებს და იძლევიან ბრძანებებს. არადა ამ დროს შენ სისხლი გწყურია, მზად ხარ ხელში აიღო დანა, დაუსვა ერთხელ, მეორედ, ჩაარჭო, დაატრიალო, სისხლში ამოისვარო და ყიჟინით შემოირბინო სტერილიზებული ღიპუცლენდი, გახდე მათი ღმერთი. ასეთი სურვილები ბუნებრივია. მათ სიყვარული ბადებს. ცუდი ისაა, რომ შენ ასეთი ფიქრებისთვის საკუთარ თავს ჰკიცხავ. ნუ იტყვი უარს ასეთ სიამოვნებაზე. წარმოიდგინე, ხელში სამართებელი გიჭირავს და ვიღაცის უზარმაზარ ღიპს ჭრი, ღიპი შენს თავს ზემოთაა, იმხელაა, რომ შენ გარბიხარ, სამართებლიანი ხელი ზემოთ ისე გაქვს აშვერილი, თითქოს ხელში ფერადი ბუშტები გეჭიროს. სრულიად დაწყნარებული სახით და გონიერი ღიმილით წინ მიიწევ, შენს თავს ზემოთ კი ისმის ხორცის ფატვრის თბილი ხმა, შუა იხევა ღიპუცლენდის ცა და იქედან ჩამოწოლილი სიმართლე გულს გიხარებს. სასიამოვნოა მათ სახეზე აღბეჭდილი სულიერი კათარზისის ხილვა, ვის სხეულშიც ატრიალებ ბასრ საგნებს, ხვდებიან, რომ ეს დაიმსახურეს, თვალებში შემოგცქერიან და მადლობას გეუბნებიან იმისთვის, რომ შენ მათ არ დაუმალე ტკივილი, რომლის შეგრძნების უფლებაც მათ მემკვიდრეობით წაართვეს. ასე შეგიძლია გახდე სისხლიანი მესია. ეს ერთდროულად სასიამოვნოცაა, სამართლიანიც და შვების მომგვრელიც. საქმე ისაა, რომ ყველა მესია აუცილებლად ხდება კომიკური სიმბოლო, რომლით მანიპულირებასაც ადვილად ახერხებენ კურდღლები და მათი შთამომავალნი. მნიშვნელობა არა აქვს, მესია სისხლიანი იქნება თუ უსისხლო, გინდაც ძარღვებში წყალი ჰქონდეს, მათ ეს არ გააკვირვებთ. ყველაფერს ფურცლებზე დაწერენ, მერე ამ ფურცლებს გადმოიღებენ და უდანაშაულო გამომეტყველებით დაიწყებენ ზედ მითითებას: \"აქ ასე წერია და ჩვენ არაფერ
შუაში ვართო". ამიტომ, ნუ მიიღებ სერიოზულად საკუთარ ფანტაზიებს, მიეცი საშუალება ბოლომდე თავისუფლად ხატონ მკვლელობის სცენები. უბრალოდ იცოდე, რომ ნებისმიერი კურდღელი და ტელეღიპუცი ამას იმსახურებს, დიდი სისულელე იქნება, შენი მხრიდან, საკუთარ თავს მათი ზიზღი აუკრძალო. ეს გრძნობა ბუნებრივია. მინდა შეგახსენოთ ის გარემოებაც, რომ ადამიანის ფიზიკური განადგურება დიდი ხანია მოდაში აღარაა. ამის მიუხედავად, იყო პერიოდი, როცა საშუალება გვქონდა ტელეეკრანებიდან გვეხილა მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულებები: ხან ბეტონზე, ხან იატაკზე, ხანაც ასფალტზე ძუნწად დაღვრილი სისხლი.
არა ამხანაგებო!
ეს ნამდვილად არაა ის კაიფი, რაც შგიძლიათ თქვენს ფანტაზიებში შექმნათ. ნამდვილი მკვლელები ნამდვილი გოიმები არიან. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ სრულიად საკმარისია საკუთარ თავს ამ თემაზე თავისუფალი ფანტაზიორობის უფლება მისცეთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეალურ სიკვდილს იმსახურებენ. რეალურად თქვენ ასე ლამაზად არ გამოგივათ.


თანამედროვე არტის "დუხი"

წინა თაობის კულტურის არტეფაქტებთან-სიმბოლოებთან “მოწყვეტის” და მხიარული სიამოვნების უშულო შეგრძნებას, თან ახლდა მეცნიერული მიდგომის და ტექნოლოგიის დისკრედიტაციის სამწუხარო ტენდენცია.

“60-იანების ნარკოკულტურის წარმომადგენლები დაბორიალებდნენ “კაიფში”, ოღონდ უმიზნოდ. ისინი დაიბადნენ ძალიან ადრე, როცა ჯერ არ იყო დამდგარი მუტაციის დრო.”

“ბევრი ოთხკონტურიანი ჰიპი-იოგა არის შემდგომი ევოლუციის ყველაზე ჯიუტი მოწინააღმდეგე. ევოლუციის პრაქტიკულ გეგმებს ისინი უპირისპირებენ სამ ბუნდოვან კლიშეს:
1. მზერა შიგნით. ასტრალური მოგზაურობა და პასიურად შეცვლილი ცნობიერება მიგვიყვანს ჩვენს აღქმულ მიწამდე
2. უკან ბუნებისაკენ! უკან პალეოლითისაკენ! გაამარტივე, მოერიდე ტექნოლოგიებს, იარე ფეხშიშველმა, მიენდე სხეულის სიბრძნეს, ორგანულ სისუფთავეს და გრძნობით სიამოვნებას.
3. ყველაფერი ერთია. ამიტომაც არაფერი არაა რაიმე სხვაზე უკეთესი. და ამის გარდა, თითოეული უკვე ღვთაებრივია - საჭიროა მხოლოდ ამის გაცნობიერება.
ამ სამი ოკულტისტური პოზიციის საფუძველში დევს მეცნიერების, ტექნოლოგიის, და ინტელექტუალური კონკურენციის უარყოფა.”
თ. ლირი “მომავლის ისტორია”

1995 ან 1997 წელს, ზუსტად არ მახსოვს, ბალახვანში, ტროლეიბუსის გაჩერებაზე, მქონდა ბედნიერება თვალი მედევნებინა ფრიად უცნაური ~სასტავისათვის~, რომლებიც მოგვიანებით, ალბათ 4-5 წლის შემდეგ, გავიცანი. ეს ახალგაზრდა ადამიანები ძალიან მიმზიდველად .გამოიყურებოდნენ, მე არ ვგულისხმობ ფიზიკურ გარეგნობას. იყო მათში რაღაც დამატყვევებელი, მათი ურთიერთდამოკიდებულება, მათი უცერემონიო ქცევა, ალბათ ამ ადამიანებმა ნახეს ბევრი ფილმი, მოუსმინეს ბევრ ჯგუფს და მათ ბაძავდნენ, მაგრამ ამან ჩემზე რეალური გავლენა მოახდინა. ისინი ისხდნენ ტროტუარზე (ეს მაშინ საკმაოდ უცნაურად მეჩვენებოდა), ერთმანეთს ესროდნენ ჩანთებს, ეხუმრებოდნენ და საერთოდ ძალინ ბედნიერად გამოიყურებოდნენ იმით, რომ მტვერში გორავდნენ, სულ ფეხებზე ეკიდათ რა ხდებოდა ირგვლივ. მე ძალიან მომინდა მათ გვერდით ყოფნა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ეს როგორ გამეკეთებინა, თან მახლდა ორი პატარა ბავშვი და ველოდებოდი 2 ნომერ ტროლეიბუსს. მე ისინი პირველად ვნახე, არ ვიცოდი ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ, სამაგიეროდ, ზუსტად ვგრძნობდი შინაგან ვიბრაციებთან თანხმობას - მათთან თავს ძალიან კარგად ვიგრძნობდი. მე არ შემიძლია დაახლოებით მაინც ვივარაუდო, რამდენ ადამიანს მოუნდება ასეთ ~სასტავში~ მოხვედრა, მაგრამ, თუ შენ მათ რიგში აღმოჩნდები, იცოდე, ეს მოგზაურობის დასაწყისია. [b]შენ ტოვებ დედაპლანეტას და უერთდები პოსტ-სოციალური მუტაციის გზაზე მდგარ არსებებს. მათ არ აინტერესებთ წარმატება ცხოვრებაში და არ გვანან იმათ, ვინც შებოჭილია ყოველდღიური ცხოვრებით[/b]. თუ რომელიმე თქვენგანს მსხვილი შრიფტით გამოყოფილი წინადადების წაკითხვისას სიცილი აგიტყდათ, გილოცავთ! თქვენ ჩაწვდით ხუმრობის არსს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ეწოდება! ჰიპიზმი აქ არ გავა! ჩვენ წამყვანი ადგილი გვეჭირა ისეთი კონტრკულტურის წარმომადგენლებს შორის, როგორიც იყო “ქურდული”. ყველამ კარგად ვნახეთ, რა მოუვიდა ამ მოძრაობას, როცა იგი მოდური გახდა. დღესაც საჭიროა საქართველოში შეიქმნას სუბ-კულტურა, რომელიც ადაპტირებული იქნება სახელმწიფო კანონთან, შეძლებს ლავირებას და დაიცავს ერს უცხოპლანეტელების შემოსევისგან, ან უარეს შემთხვევაში, ასწავლის მას ამ უხილავი არსებების დანახვას. მე არ გამოვირჩევი პატრიოტიზმით, მაგრამ სიამოვნებას მანიჭებს ძალიან ~გასული~ იდეების გავრცელება პატრიოტული მოტივებით. ეს სასაცილოა და სიცილიც სასიამოვნოა, თავისებურად. ალბათ რუსებსაც გემრიელად ეცინებათ იმის გაგონებაზე, რომ საქართველო შეიძლება სრულფასოვანი, თავისუფალი სახელმწიფო გახდეს. როგორ გაოცდება ამერიკა, როცა გაიგებს, რომ საქართველოს ტერიტორია შეიძლება დასახლებული აღმოჩნდეს ინფო-ფსიქოლიგიური მუტანტებით, რომლებიც შეძლებენ ისეთი გემოვნებიანი და მშვიდობიანი სანახაობრივი შეკრებების მოწყობას დემოკრატიის სახელით, რომ მსოფლიოს გააოცებენ. რას ვიზამთ, კარგია ოცნება, მაგრამ ამ ოცნების მიკროსკოპის ქვეშ ნახვა გაცილებით უკეთესია. ასე რომ, აჯობებს ღვინიანი ჭიქა გვერდზე გადავდოთ და მონიტორებს მივუსხდეთ. ვინ იცის, იქნებ დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებიც გადიან მსგავს ვიბრაციებს და უნდათ ერთობა ისეთ ტიპებთან, რომლებსაც პატრიოტიზმი სასაცილოდ ეჩვენებათ, იზიდავთ ვარსკვლავები, მათი ცივი სინათლე, რომელიც არც მტრულია და არც მეგობრული. ვარსკვლავები წარმოადგენენ ამოცანას და ცდილობენ შეგვატყობინონ, რა არის ჩვენი დანიშნულება ამ მიწაზე. არ ღირს უარის თქმა ცხოვრებისეულ წარმატებებზე, ოფიციალურ სამსახურზე, მითუმეტეს დღეს, როცა ადვილია თანამოაზრეების პოვნა ინტერნეტის მეშვეობით. საკმარისია ამ ყველაფერზე სიცილი ისწავლო და აღარ იქნება აუცილებელი ბედნიერი სახით მტვერში გორვა, არაყის სმა და იმაზე ხაზის გასმა, რომ არ ეკუთვნი ჭიანჭველათა სასახლეს. მთავარია შენარჩუნდეს "დუხი" და მშვიდად, არც ჩქარა, არც ზანტად, არამედ ბუნებრივად მოხდეს მისი ბრძანებების ანუ ჩვენი სურვილების ამოხსნა.


ინტერნეტი, ვირტუალური ურთიერთობები, ომი სუბიექტური ტერიტორიისთვის და ზოგადად ალტერნატიული რეალობის შესახებ


ვერც კინო, ვერც მუსიკა, ვერც მხატვრობა ჩვენ ვერ შეგვედრება. ჩვენ სხვანაირად ვსუნთაქვთ, მშვიდად, შეიძლება ითქვას ჩუმად და რა არის ბედნიერება, თუ არა შეხება იდუმალებასთან, სიჩუმესთან.
ი. ჩარკვიანი “მშვიდი ცურვა”

"ჩვენ გავდივართ მუტაციას ერთი სახეობიდან მეორემდე: ოდესღაც ჩვენ ამოვედით წყლიდან (აკვარიუმიდან) ხმელეთზე (ტერარიუმში). ახლა გამუდმებით გადავდივართ კიბერიაში, ვხდებით რა კიბერსახეობა."

"არასდროს, ადამიანის წინაშე არ გახსნილა ისეთი კოლოსალური პერსპექტივები, როგორც ახლა. დღეს ფილოსოფოსის წინაშე დგას კონკრეტული ამოცანები, მან უნდა განახორციელოს, პოპულარული გახადოს და გაადამიანუროს კომპიუტერული იდეები, გამუდმებით შეიყვანოს ისინი ადამიანების ცნობიერებაში, ისე, რომ მათ ცხოვრებაში ისინი ჩვეული ელემენტები გახდნენ "

"ჩვენ ვართმევდით ძალაუფლებას ცსს-ს LSD-ზე , ახლა ჩვენ ვართმევთ ძალაუფლებას IBM-ს კომპიუტერებზე, როგორც ოდესღაც ჩვენ ვიცავდით ფსიქოლოგიას ექიმებისგან და ანალიტიკოსებისგან. ყველა თაობაში მე ვიყავი ადამიანთა იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც პრომეთეს მსგავსად ებრძოდა ხელისუფლებას, რომ დაებრუნებინა იგი ხალხისთვის"

თ. ლირი "ღმერთის შვიდი ენა"

გარკვეული დროის მანძილზე კომპიუტერებთან ურთიერთობისას, ადამიანი ითვისებს განსხვავებულ ტერმინოლოგიას. ზოგიერთი სიტყვა უცხო არაა, მაგრამ მათი მნიშვნელობა კომპიუტერთან ჯდომისას უკვე სხვაა. მაგალითად, "გახსნა", "დახურვა", "ჩაკეცვა", "შესვლა", "გამოსვლა". არსებობს უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინი, დაკავშირებული სხვადასხვა ვირტუალურ თამაშთან ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან. მოკლედ, საქმე იმაშია, რომ მოზარდებიცა და ზრდასრულებიც, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებით "აწვებიან" კომპიუტერულ სამყაროში, ბუნებრივად ითვისებენ ახალ ენას, ახალი სამყაროს კანონებს. თუ თქვენ გყავთ გეიმერი მეგობარი, ადვილად შეამჩნევთ, რომ თავისნაირებთან მოხვედრისას იგი ლაპარაკობს არაგეიმერისთვის გაურკვეველ ენაზე. ეს არ შეეხება მხოლოდ კომპიუტერულ სამყაროს, ყველა პროფესიას აქვს თავისი განსაკუთრებული ტერმინოლოგია, რომელშიც განზოგადებულია საკვანძო ცნებები კონკრეტული ოსტატობის შესახებ. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც აცნობიერებს სუბიექტურ სამყაროებს შორის ასეთ განსხვავებას, არის უფრო თავშეკავებული, ცდილობს დიდხანს და კარგად უსმინოს სხვებს, მაგრამ ამ სიჩუმით სარგებლობენ კურდღლები. მათი ოსტატობა კი იმაში მდგომარეობს, რომ არახუნონ ტერმინები ხმამაღლა. ისინი გამუდმებით ცდილობენ შეინარჩუნონ ფართო მასების ყურადღება. ამას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ისინი ვერ შეეგუებიან იმას, რომ მოაკლდეთ გლეხების ყურადღება. რაც მთავარია, მათ სამყაროში თავისთავად იგულისხმება, რომ მათ ეს ყურადღება ბუნებრივად, მემკვიდრეობით ეკუთვნით. ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში სასცენო ხელოვნების წარმომადგენლებს შორის, შეუძლებელია პრივილეგირებული იყოს გემოვნებიანი შემსრულებელი, რომელიც ატარებს ანდერგრაუნდის და ექსპერიმენტის ~დუხს~. მაგრამ, დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ ზოგადი პრინციპი, რომელიც ამბობს: "მრავალ სინათლესთან ერთად იქმნას ნეირო-მზე, რომელიც მგრძნობიარეა დისკრეტული კომუნიკაციისადმი, და იქმნას მასთან ერთად ნეონის ქსელი, სადაც შეიძლება სიტყვების გავრცელება ზედმეტი ხმაურის გარეშე."
პრობლემას არ წარმოადგენს შემსრულებლის დონე, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე პრობლემას არ წარმოადგენს პუბლიკის გემოვნებაც. ერთადერთი დაბრკოლება აქ, პრივილეგირებული რეალობაა. რეალობა, რომელიც თავისთავად იგულისხმება საშუალოდ მოაზროვნე ადამიანების თავებში და ლორწოვანი მასის სახით აერთიანებს მრავალ ათასობით ადამიანს, რომლებიც დაუყოვნებლივ იჩენენ აგრესიას ოდნავ განსხვავებული ტიპებისადმი, ჩამორჩენილი მეთოდებით ავრცელებენ მათზე ჭორებს და ყველანაირად ცდილობენ დისკომფორტი შეუქმნან ისეთ უმნიშვნელო სუბიექტებსაც კი, რომლებმაც, ვთქვათ, ნაცრისფერი კორპუსების ერთფეროვნების დარღვევა დააპირეს და უსიცოცხლო სადარბაზოდან პირსინგით გამოვიდნენ, დავუშვათ ცხვირზე, ან რაიმე ელექტრონული ფერის ვარცხნილობით დასეირნობენ ქალაქში. პირველი, რაც სჭირდებათ ამ ადამიანებს, არის სუბიექტური მხარდაჭერა, ანუ იმის ცოდნა, რომ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ პირსინგი (ეს პირობითად), და ეს ადამიანები არიან ამავე ქვეყანაში, მეზობელ უბანში ან მეზობელ ქალაქში. რა თქმა უნდა, პირსინგი ან თმის უცნაური ფერი არ განსაზღვრავს ადამიანის პიროვნულ თვისებებს. მაგრამ თუ ჩვენს ქვეყანაში ვინმე აპირებს ასე იაროს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ იგი უპირისპირდება ქუჩაში პრივილეგირებულ რეალობას და აუცილებლად დასჭირდება თანამოაზრეების მოძებნა, რომლებთანაც შეძლებს ინფორმაციის გაცვლას, გარკვეული გამოცდილების გაზიარებას და, როგორც ბავშვი სწავლობს სიარულს, ისე ისწავლოს პირსინგით და ფერადი ვარცხნილობებით სიარული იმ ლორწში, რასაც კურდღლების გავრცელებული რეალობა ჰქვია. მე არ გირჩევთ 24 საათი ჩატში იყოთ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ინტერნეტი ურთიერთობის კარგი საშუალებაა. ყველა ვერ იქნება ექსპერიმენტატორი და სიახლეების მოყვარული. მითუმეტეს, როცა ბევრ ამხანაგს სახლში არ ხვდება შემწვარი კვერცხი, ან ქათმის ბულიონი, იგი ცდილობს ჯავრი პირსინგიანებზე და სხვადასხვა სახის პრომეთეს რეინკარნაციებზე ამოიყაროს. ამიტომ, როცა რეალობას ვუპირისპირდებით, სჯობს, ეს გავაცნობიეროთ და არ გავბრაზდეთ შრომით დაღლილ საცოდავ ხალხზე. მათ არაფერი აკავშირებთ იმასთან, რომ ჩვენ ჩუმად ვზივართ მონიტორებთან და ვგეგმავთ შეკრებას. ვგეგმავთ თავისუფლად მივიღოთ ის ყურადღება, რის გადატანასაც ჩვენგან სხვა რამეზე ცდილობენ. ამ პრობებში, ჩვენ შეგვიძლია გაერთიანება ელექტროსადენების და ვირტუალური ურთიერთობების მეშვეობით. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია პიარ-ტექნოლოგიების ათვისებაც. ამის შესახებ კონკრეტული სახელმძღვანელოები არსებობს, რომლებითაც სავსეა ინტერნეტი. ჩვენ ყოველთვის შეგვეძლო ომი და არა მგონია, დღეს ქართველებისთვის სიძნელეს წარმოადგენდეს ისეთი საბრძოლო იარაღის ათვისება, როგორიც ინფორმაციულ ომში გამოიყენება.

არაერთმნიშვნელოვანი პრინციპი

“მხოლოდ ღმერთს აქვს გავლენა LAIBACH-ზე, ადამიანებს და ნივთებს - არასოდეს”

“ACHTUNG!
BEIDE SEITEN
IM OSTEN
UND DU IM WESTEN
ACHTUNG!
BEIDE SEITEN
IM NORDEN
UND DU IM SUDEN”
LAIBACH - “ACHTUNG”


1. თითოეული სიტყვა მხედველობითი, სმენითი და შეგრძნებითი გამოცდილების განზოგადებას წარმოადგენს.
2. განზოგადებული ტერმინი, ანუ სიტყვა, სხვადასხვა სუბიექტის ნეიროსისტემაში სხვადასხვანაირად კონკრეტდება.
3. სიტყვების მეშვეობით შეიძლება აღიწეროს თავად მათი ურთიერთდამოკიდებულება და თვისებები.
4. ტერმინოლოგიას, რომელიც სიტყვათა თვისებებს აღწერს, მეტა-ტერმინოლოგია ეწოდება.
5. ადამიანური ფასეულობები და კრიტერიუმები წარმოადგენენ იმ გარემოებებთან და მოვლენებთან ურთიერთქმედების წესების აღწერას, რომლებიც დაკავშირებულია:
5.1. ადამიანის ფიზიკურ გადარჩენასთან
5.2. კაცობრიობის ფიზიკურ გადარჩენასთან
(ანუ მთავარია ორი რამ, ერთი: არ მოკვდე, და მეორე: არ მოვკვდეთ ყველა ერთად.)
6. კონკრეტული მიზანი საჭიროა, რომ:
6.1. ისეთ რთულ სისტემას, როგორიცაა ადამიანის ნეიროსისტემა, ჰქონდეს ორიენტირი.
7. არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ნეიროსისტემაზე ზემოქმედება არის კონკრეტული მიზანი. ასეთი ადამიანი მართავს საკუთარ ინფო-ფსიქოლოგიურ მუტაციას.
8. ინფო-ფსიქოლოგიურ მუტანტს შეუძლია საკუთარ სისტემაში და ხშირად სხვის შიგნითაც, 5.1. და 5.2. კრიტერიუმების რედაქტირება. (ესაა თვითმკვლელი ტერორისტების არსებობის მიზეზი)
9. ადამიანი, რომელმაც არაფერი იცის მეტა-ტერმინოლოგიის შესახებ ცხოვრობს უალტერნატივო რეალობაში.
10. უალტერნატივო რეალობა შედის ჩიხში და იძულებული ხდება დაუშვას 5.1. და 5.2. კრიტერიუმების რედაქტირება (ესაა თვითმკვლელი ტერორისტების არსებობის მე-2 და მიმდინარე აპოკალიფსის პირველი მიზეზი)
11. რეალობის ალტერნატივების გაცნობიერება არის არასტაბილურობის მიზეზი პიროვნულ ნეიროლოგიურ სისტემაში.
12. მრავალფეროვნება აუცილებელია, რათა გამოიცადოს ყველა შესაძლო რეჟიმი, რომელშიც ნეიროსისტემას შეუძლია ფუნქციონირება.
13. ხშირად ადამიანები ამჯობინებენ არაფერი იცოდნენ ალტერნატიულ რეალობაზე და პიროვნული კომფორტის გამო აიტანონ მოწყენილობა. ამ შემთხვევაში, ნეიროსისტემა ამოწურავს რა თავის შესაძლებლობებს ერთადერთ რეჟიმში, მისთვის აზრს კარგავს 5.1. კრიტერიუმი (ესაა თვითმკვლელობების და მავნე ჩვევების მიზეზი).
14. უალტერნატივო რეალობაში მცხოვრები ადამიანები განიცდიან:
14.1. ორგანულ ზიზღს ინფო-ფსიქოლოგიური მუტანტებისადმი, რომლებიც მარტო მოქმედებენ.
14.2. შიშს, მოკრძალებას და ფანატიკურ სიყვარულს ინფო-ფსიქოლოგიური მუტანტებისადმი, რომლებიც საჭიროებენ კოლექტივს და იყენებენ რეალობის გავრცელების ტოტალიტარულ ან დემოკრატიულ მეთოდებს.
15. ტერმინოლოგიის, მეტა-ტერმინოლოგიის და ყველა სიტყვის განზოგადებას წარმოადგენს სიტყვა “ღმერთი”

გადმოცემის ფორმა

...დიახ, ეს სევდიანი ისტორიაა, მაგრამ ნამდვილად სამწუხარო მასში ისაა, რომ თქენ სულელი ხართ! თქვენ მე მეუბნებით, რომ გეშინიათ ამდგარი, აღგზნებული, პენისის. ეს კი სულელურია! თქვენ მშვენივრად იცით, რომ გაქვთ საშო; და მეც მშვენივრად ვიცი, რომ თქვენ ეს იცით. საშოს კი შეუძლია მიიღოს შიგნით ნებისმიერი, ყველაზე დიდი, მაგარი და აგრესიული პენისი და გადააქციოს იგი, დაღლილ, უძლურ ნივთად. და თქვენ საშოს შეუძლია მიიღოს ცოდვილი სიამოვნება მისი უძლურ, ჩამოკიდებულ ნივთად გადაქცევისას.”
მედიცინის დოქტორი მ. ერიქსონი “ჩემი ხმა დარჩება თქვენთან”

არანორმატიული ლექსიკა საუკეთესო საშუალებაა ადამიანებთან ახლო ურთიერთობის დასამყარებლად, განა ყველაზე ახლო წრეში არ მივმართავთ მსგავს მეტყველებას? ზოგიერთი უგნური ხშირად აფრიალებს ტერმინს “ზრდილობა”, ხელიდან არ უშვებს შანსს ხაზი გაუსვას საკუთარ პერსონას, მიუთითოს და დაგმოს ზრდილობის სახელით. ასეთები გაიზარდნენ და მათი ზრდა სამუდამოდ დამთავრდა. ზუსტად ბილწსიტყვა მოზარდები წარმოადგენენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება. ისინი ბუნებრივად იმყოფებიან განდეგილის მდგომარეობაში, რომელიც ჭიანჭველათა სასახლის ალტერნატიულ წყობას ეძებს. მათგან ზოგი განდეგილი რჩება, ზოგიც სოციალური სისტემის მოწყენილი ნაწილი და ზრდილობისთვის მებრძოლი, გამონაკლის შემთხვევებში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ახერხებენ განიზრახონ ზრდა სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგაც. სასქესო ორგანოები განზრახვების ყველაზე ძლიერი გენერატორებია. ეს განზრახვები უკვდავების გასაღები და ორიენტირია ნეიროსისტემის მოგზაურობისთვის მთელს მარადისობაში. ამის ილუსტრირებას კარგად ახერხებს მხატვარი ჰანს რუდოლფ გიგერი. ეს კარგად აისახება პორნოინდუსტრიის წარმატებულ განვითარებაშიც. ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო, დამრიგებლებო და სხვა რჯულის ზრდილობიანებო! ცუდია, თუ არ იცოდით, რომ თქვენი ზრდილობა თქვენივე უმეცრების შენიღბვას ემსახურება. თქვენი ზრდილობა ემსახურება კურდღლების მოშენებას! წინასწარვე იცოდეთ, ჩვენ ვიყენებთ და მომავალშიც ვაპირებთ არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას კონკრეტული, პრაგმატული მიზნით. არანორმატიული ლექსიკა ინდივიდზე და მასებზე ზემოქმედების საოცარი ფენომენია.

ნდობა

აიდე, მთელი დროის განმავლობაში, კერპივით უმოძრაოდ იჯდა. მისგან რაღაც კურიოზული აურა მოდიოდა. მისი მომხიბვლელეობა, გარკვულწილად, მასში ამ მომხიბვლელობის სრულ არარსებობაში მდგომარეობდა. გთხოვთ მაპატიეთ ეს პარადოქსი. მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ მას გააჩნდა ყველა ის თვისება, რომელიც ჩვეულებრივ მიმზიდველია. მან შეინარჩუნა დამატყვევებელი, ექსცენტრული სილამაზეც კი. აშკარად ჩანდა მისი მდიდარი გამოცდილება. ამის გარდა, ფარული ენერგიაც, რომელიც ადამიანში, ჩვეულებრივ, განუმეორებლობას აძლიერებს, მაგრამ იგი სრულად მოკლებული იყო იმას, რასაც ჩვენ მაგნეტიზმს ვეძახით. ეს მეცნიერული სიტყვაა - მით უარესი მეცნიერებისთვის. იგი აღწერს ბუნებრივ მოვლენას და ერთ-ერთია იმ უმნიშვნელოვანესი ფაქტებიდან, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენება. ყველაფერი, რაც ადამიანს აინტერესებს, კაბარედან იმპერიამდე, მოძრაობს მაგნეტიზმით და მეტი არაფრით. მეცნიერება მას უარყოფს იმიტომ, რომ არ არსებობს მექანიკური მოწყობილობები მის გასაზომად.
ა. კროული “ნარკომანის დღიური”

კროული ბიძიას შეუძლია უხაროდეს. მართალია, პიროვნული მაგნეტიზმის მზომავი მექანიკური ხელსაწყოები ჯერ არ გამოუგონიათ, მაგრამ ამ მოვლენის პრაქტიკული მიზნით გამოყენებისთვის საჭირო მ ე ც ნ ი ე რ უ ლ ი ტერმინოლოგია დიდი ხანია არსებობს. ვფიქრობ, ზედმეტი იქნება იმ მეთოდების და ფსიქო-ტექნიკის ნიუანსების აღწერა, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება მოიპოვო ნებისმიერი ტიპის ადამიანის ნდობა. ეს მეთოდები დაწვრილებით და ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერილი დევს ინტერნეტის თაროებზე და, სხვანაირად რომ ვთქვათ, დიდი ხანია “მაგარი გაბაზრებულია”. ვინც მარტო მოკიდებს ხელს ამ საქმის შესწავლას, წინ ელის რამდენიმე უხერხული სიძნელე. მსუბუქი პარანოიიდან დაწყებული (როცა გეშინია თანამოსაუბრის, შენი ყურადღება მიმართულია იქეთკენ, ხომ არ იყენებს იგი შენთან საუბრისას რაიმე მსგავს მანიპულაციებს), დამთავრებული ძლიერი პარანოიით (როცა თვალნათლივ ხედავ, რომ ოჯახის წევრები განსაკუთრებით დედა, ბუნებრივად ფლობს ჰიპნოზს და იმას გაკეთებინებს, რაც უნდა). თუმცა, ამის გარეშეც შეიძლება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ტერმინოლოგია ნდობით მანიპულირების შესახებ თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ალბათ მალე ეს არავის არ გააკვირვებს. ბევრ ადამიანს უბრალოდ უკვირს, როგორ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს სხვაგვარად, ეს ხომ ასეა!.. ეს ხომ ცნობილია! ა.შ. და ა. შ. საინტერესოა რას იტყვიან ისინი მაშინ, როცა შედარებით ფართო მასებისთვის ცნობილი გახდება მსგავსი ტექნიკის არსებობის შესახებ. მაგრამ მოდი, ამას თავი დავანებოთ და დავაკვირდეთ რა მდგომარეობაა დღეს ქართული მენეჯმეტის და პერსონალის მართვის სტრუქტურაში. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბანკები, დიდი ბრენდ-კორპორაციები, მათი პერსონალი კარგად დატრენინგებულია, მაგრამ ბევრ მათგანს წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს კორპორაციისთვის ტერმინი "Team Spirit", და როგორ იზომება მისი კოეფიციენტი. მოკლედ, აქ ყველაფერი კარგად მიდის და სიწყნარეა. ბანკის თანამშრომლებს პარანოია არ ემუქრებათ, ვინაიდან მათ შეუძლიათ რელიგიური დღესასწაულები, თანამშრომელთა დაბადების დღეები ა.შ. და ა.შ. რესტორნებში გაატარონ, ღვინო დალიონ, მწვადი მიაყოლონ, უსმინონ ქართული ესტრადის რეპროდუქციებს, რომლებიც არაფერს ისეთს არ ეხება ადამიანის სხეულში და სულში, რაც მასში რაიმე სახის ამბოხს ან ელემენტარულ დაფიქრებას მაინც გამოიწვევს. მათ შეუძლიათ კაბინეტები ხატებით მორთონ (პარანოიიდან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა). მაგრამ, თუ ყურადღებას მივაპყრობთ იმას, რაც წესით ჩვენს ბედკრულ სამშობლოს უნდა ეკუთვნოდეს, სკოლებს, სახელმწიფო ბიუროკრატიულ დაწესებულებებს (განსაკუთრებით რეგიონებში), აღმოვაჩენთ, რომ ხატების ნაკლებობა არც აქ შეიმჩნევა. თუმცა, რაც შეეხება კომუნკაციას, ყველაფერი ორაზროვანია: დაწყებული დილას მისალმებით და დამთავრებული საკმაოდ მთვრალ მდგომარეობაში ერთმანეთის დღეგრძელობით. რეალობების მრავალფეროვნება: არაოფიციალურად ყველა ყველასთვის არანორმალური, არაკომპეტენტური და უბრალოდ გიჟია. კონკრეტული სახის სამსახურის შესანარჩუნებლად ან სამსახურში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, უნდა ფლობდე მითოლოგიის მართვის და რეალობის გავრცელების მძლავრ ხელოვნებას. სასარგებლოა უვიცი ქალების მოსმენაც, მართალია, თავიანთი საქმე არ იციან, მაგრამ მათ ვერავინ შეედრება ისეთი ინტრიგების მოწყობაში, რომლებიც “უფროსს” წარმატებულს გახდიან, ერთი ნაბიჯით აწევენ, ან პირიქით, წარუმატებელს გახდიან და დაწევენ. ორივე ამ სისტემაში, როგორც მოწესრიგებულ ბრენდ-კოპორაციაში ასევე ნახევრადველური, წვრილფეხა თუ მსხვილეფეხა ჩინოვნიკების მიერ მაგარი ტიპობის სავარცხლით გაჩენილი ჭორების უღრან ტყეში, უარყოფილია სუბიექტური ფაქტორი. უარყოფილია ქაოსი, როგორც საუკეთესო საშუალება მოწყენილობის წინააღმდეგ. ეს ადამიანები დაღლილნი არიან სახეების, მითების და ინტრიგების კერვით. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისინი მოკვდნენ, რადგან არ ენდობიან საკუთარ შესაძლებლობებს და არ აპირებენ ქაოსთან პირისპირ შეხვედრას. ნებისმიერი ორკაციანი კოლექტივი, რომლებმაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მარტო მოიხადეს პარანოიის მსუბუქი და მძიმე ფორმები, შეძლებს ამ სისტემის მართვას, თუნდაც ისინი სისტემაში, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო კომპონენტებს წარმოადგენდნენ. ასე რომ, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში LSD ოფიციალურად აკრძალულია, აჯობებს პარანოიის მძიმე ფორმას უფრო ენდოთ.

თითოეული ადამიანი კოსმოსია

სიყვარული – ტერმინი, რომელიც პერეფორმირებულია მრავალნაირად და მისი გამოყენების კონტექსტების მრავალფეროვნება პირველ ადგილს იკავებს სიტყვებს შორის.

ზრდილობა, თავდაჭერილობა - გამოიყენება ჩვენს რიგებში იმ მიზნით, რომ მოხდეს აკრძალვების დაშვება ოფიციალური აქცენტით. აკრძალული ხილი გემრიელია. დაუშვით იგი და გემოს დაკარგავს. ჩვენ ვბილწსიტყვაობთ ზრდილობიანად. სასქესო ორგანოები ემსახურება კაცობრიობის, ადამიანის, როგორც სახეობის, კოსმოსში მოგზაურობას. ხშირად ხუმრობენ იმის შესახებ, რომ მათ აქვთ ავტონომიური ცნობიერება. ვერცერთი ჩვენგანი, ისეთი სახით, როგორიც ახლა გვაქვს, ვერ მოვახერხებთ ვარსკვლავებამდე მიღწევას. არსებობს კავშირი ერქციის ხანგრძლივობასა და ვარსკვლავების ბრწყინვალებას შორის.

რწმენა საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანის არავერბალური ქცევა იყოს დამაჯერებელი, რწმენა წარმოადგენს სუბიექტურ ოპერაციულ სისტემას ისეთი აპარატული უზრუნველყოფისთვის, როგორიცაა ადამიანის სხეული. ისეთი პროგრამები, რომლებშიც უარყოფილია რეალობის ალტერნატივა, იხურება ავტომატურად, მიჰყავს რა ბიოლოგიური აპარატი განადგურებამდე სხვადასხვა გზებით.

ალტერნატიული რეალობების გაცნობიერება და ისეთ სრულყოფილ რეალობებს შორის, რომელთა რეალობის კოეფიციენტი ერთმანეთის ტოლია, ცნობიერების გადართვის უნარი უნარჩუნებს სხეულს ჯანმრთელობას და იწვევს მასში სასიამოვნო შეგრძნებებს. სასურველია ამის მოხერხება ალტერნატიული კოლექტიური რეალობის შექმნის ხარჯზე. რამდენიმე მიზეზით.
საჭიროა ადაპტაცია კანონთან (კურდღლების რეალობაც ერთერთი რეალობაა), ბევრი ნივთიერება, რომელიც ცვლის რეალობის მდგომარეობას, აზიანებს სხეულს. კომპიუტერული ტერმინოლოგია და ვირტუალური რეალობა განსხვავდება სხვა რეალობებისგან იმით, რომ საშუალებას გაძლევს გააცნობიერო ალტერნატიული რეალობების არსებობა.

ისტორია და ტრადიციები. მათ ფასს ჩვენ განვსაზღვრავთ იმ შედეგების მიხედვით, რომლებიც მათმა არსებობამ მოიტანა. ისტორიის რედაქტირება ხდება სხვადასხვა თვალსაზრისის მიხედვით. ჩვენს რეალობაში დაშვებულია ისტორიის რედაქტირება იმ მიზნების მიხედვით, რომლებიც გაგვაჩნია კოსმოსთან დაკავშირებით.

მივესალმებით ყველა სახის რევოლუციას, რომელიც ხელს არ შეუწყობს გარემოს დანაგვიანებას. ამ მხრივ გამოცდილია რევოლუციები სუბიექტურ დონეზე. დღეს საქართველოს ჭირდება მენტალური რევოლუცია.

სუბიექტები, რომლებიც საკუთარ რეალობას მიიჩნევენ ერთადერთად, იწოდებიან ამ ნაწარმოებში კურდღლებად. ხელოვნება არის ადამიანების მოქმედების სფერო, რომელშიც უფლება გაქვს დაიკავო პოზიცია, უფრო სწორად, მეტა-პოზიცია, საიდანაც შეიძლება აღწერო, ამა თუ იმ რეალობის პრივილეგირებულ მდგომარეობაში არსებობის მიზეზი.

გისურვებთ წარმატებებს თქვენ მოგზაურობაში! ზოგიერთ თქვენგანს მოუნდება ნახოს სიზმრები, ზოგიერთი არჩევს ფანჯრიდან ცქერას, მე არ ვაპირებ თქვენთვის რაიმე წესების შექმნას, უბრალოდ მირჩევნია უპირატესობა არაფერს არ მივანიჭო. გქონდეს შეფასების უნარი და იცხოვრო ისე, როგორც გინდა, ეს უკვე ნიშნავს, მართო საკუთარი ტვინი თვითონ.

1 Response to 'პოლიტიკის ალტერნატივა'

  1. nikolo said...
    http://rel0ad.blogspot.com/2008/12/blog-post_29.html?showComment=1245519954701#c9102493687186057200'> June 20, 2009 at 10:45 AM

    dzalian momewona. sainteresoa. ise, jobia foni shecvalo, tore tvalebi damighala.

     

Post a Comment