ბევრი ჩვენგანი ვერ აცნობიერებს რამდენადაა დამოკიდებული ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი ქცევა, იმაზე თუ როგორია ჩვენი წარმოდგენა მთელ სამყაროზე. ბევრი წყვეტს ამ საკითხზე ფიქრს სხვადასხვა უხერხული მიზეზით.
მაგალითად:

1. პირველი და ყველაზე სულელური მიზეზია “ამის დრო აღარ მაქვს”
2. არანაკლებ სულელური და უფრო დაუდევარი, უპასუხისმგებლო მიზეზი - “არიან ადამიანები ვინც ამ საკითხითაა დაკავებული და თუ საჭირო გახდება ვკითხავ”
3. შიში და სიძულვილი – “ამაზე ფიქრით შეიძლება გააფრინო” ან “არსებობს წესები რომლებსაც ყველა ემორჩილება და სხვანაირად არ შეიძლება”

და ასე შემდეგ.

როცა იცვლება წარმოდგენა სამყაროს შესახებ, იცვლება სამყაროც. არსებობს ბევრი მითი, ლეგენდა, მეცნიერული ნაშრომი სამყაროს წარმოშობის, მისი დასაწყისის და დასასრულის შესახებ.

რომელი გამოგადგება შენ?

რას იგრძნობ მაშინ თუ ამ კითხვას ასე უპასუხებ “ამაზე ფიქრის დრო აღარ მაქვს”. გაცილებით უკეთესად იგრძნობს თავს ის ვინც იტყვის “მე ვგებულობ სამყაროს შესახებ, იმ საქმით რასაც ვაკეთებ” და ეს საქმე თავისუფლად შეიძლება იყოს დურგლობა, მშენებლობა, გნებავთ საკანცელარიო ომი. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება ადამიანის ხელშია. იგი ან იმყოფება ისეთ სამყაროში სადაც სიამოვნებს ან არა.

არა

ინსტრუმენტი რომელიც გავს ბასრ საგანს და ჭრის შენ სხეულზე წამონაზარდებს, რომლებიც გრძნობენ ხედავენ და ისმენენ სამყაროს.

შენი სხეული

განსხვავდება იმისგან რასაც შენ ხედავ სარკეში, რაზეც გრძნობ ტანსაცმელს, რისი ხმაც გესმის როცა ქარს უშვებ ან აყვედრებ.

განსხვავება

ცხოველი რომელსაც შენ იცნობ და გაურბიხარ მასთან პირისპირ კონტაქტს, რადგან არ გინდა დაკარგო ის რასაც თავი მოუყარე – ილუზიას მე-ზე. იგი თითქმის მუნჯია და ყოველთვის ცდილობს დაიმალოს სიამოვნების დიდ მასაში.


ილუზია მე-ზე

ხორცის გროვა რომელიც გამოჭრა “არამ” სიამოვნების დიდი მასისგან და მისცა მას შენი ფორმა, ანუ “არა”-ს შვილი, რომელიც იშვა ტანჯვით.


ფორმა

მუდმივი, სტატიკური ქმნილება, სერიული წარმოების და სტაბილურობის მფარველი კერპი. შაბლონი, რომელიც მიჩვეულია განმეორდეს კიდევ და კიდევ – იმ მნიშვნელობით რა მნიშვნელობითაც ამ სიტყვებს დიდი ქალაქების მოხუცი მეძავები ამბობენ – კიდევ და კიდევ.

როგორც თქვენ ნახეთ. პერსონალური კოსმოგონიის შესაქმნელად შეიძლება გამოვიგონოთ, უცნაური არსებები, ნივთები და პერსონაჟები სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვის მქონე სახელებით ან მათ გარეშე.

და რა საჭიროა ეს?

სამყარო არ შექმნილა ერთხელ. ყოველ შემთხვევაში მისი შექმნით არაფერი დასრულებულა და ჯერ არ დასრულებულა მისი შექმნაც. ჩვენ უფლება გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. მართალია მოიძებნებიან ადამიანები ვინც ასეთ შესაძლებლობას მკაცრად გააპროტესეტებენ, მაგრამ მერწმუნეთ მოიძებნებიან ისეთებიც ვინც მათ პროტესტს და აკრძალვებს არაფრად ჩააგდებს. სამყაროს შექმნაში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნოა, ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ნარკომანი, მხატვარი, პოეტი, სცენარისტი ან კომპიუტერული თამაშების პროგრამისტი.

1. სამყაროს შექმნისას შენ ღებულობ კაიფს(ტერმინი რომელიც აღნიშნავს ადამიანის მდგომარეობას. ამ მდგომარეობისთვის იმართება ომები, იქმნება ნარკო-სავაჭრო საიდუმლო გზები და ნარკო ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი აგრეთვე-საიდუმლო სამსახურები)
2. პასუხისმგებელი ხდები იმაზე რაც ხდება შენს ირგვლივ. ამიტომ ვერავის იპოვი ვის დადანაშაულებასაც შეძლებ შენ წარუმატებლობაში. გარდა იმ მითიური არსებებებისა ვინც თვითონ გამოიგონე.
3. ეს გავს თამაშს და მოაქვს სიამოვნება, რომელზეც ვისაუბრეთ ამ თავის პირველ პუნქტში.

ამ ყველაფრის გამო ხომ შეიძლება აღმოვჩნდე საავადმყოფოში?

რათქმაუნდა შეიძლება! თუ შენ ეს გსურს. სხვაგვარად კი აქ ძალიან ბევრია დამოკიდებული შენ ნებაზე, იმაზე თუ როგორ იცნობ მას. რათქმაუნდა ადამიანი რომელსაც წარმოდგენა აქვს ფსიქოთერაპევტულ მეტაფორებზე შექმნის გაცილებით უფრო საინტერსო და ლამაზ კოსმოგონიას ტექსტებით. ვიდრე ამას დურგალი გააკეთებს. დურგალმა აჯობებს შექმნას კოსმოგონია ხის მასალით. თუ შენ ადგები რამეს მოიფიქრებ ან გაიგონებ ტელევიზორიდან და მეორე დღეს შეუდგები ამის ქადაგებას ქუჩაში, როგორც ერთადერთი სიმართლის, რათქმაუნდა დიდი შანსია ამის გამო აღმოჩნდე საავადმყოფოში. ასე, რომ თუ იქ ძალიან გინდა ასეც მოიქეცი.

რეკომენდებული ლიტერატურა

ჯონ გრინდერი, რიჩარდ ბენდლერი – “ტრანსფორმაცია”
გრეგორი ბეიტსონი – “ადგილი სადაც ეშინია ანგელოზებს”
დევიდ გორდონი – “თერაპევტული მეტაფორები”

1 Response to 'პერსონალური კოსმოგონია'

  1. http://rel0ad.blogspot.com/2009/01/blog-post.html?showComment=1267526084469#c572495366617875962'> March 2, 2010 at 2:34 AM

    tesli statiaa ) sheidzleba demoze gamovaqveynot? (http://demo.ge/) rogrots maxsovs learys targmanebits gaqvs?

     

Post a Comment