როგორ ისვრის ცა მზეს
როცა კეფაში არტყამს იგი სიტყვით ისვრის
ჩვენ
ასეთი ბედნიერი
უცნაური სიტყვა
ა. ბალაშოვი

დღეს ჩვენი საზოგადოება დამოკიდებულია საშინელ ნარკოტიკზე, რომელსაც მე მოვუგონე სახელი – მერყეობა. ცნობილია, რომ არსებობენ ადამიანები არსებობს მათი პოზიციები. პოზიციის არჩევის განმსაზღვრელი კრიტერიუმი უმჯობესია იყოს ამ პოზიციის სასარგებლობა და არა მისი ჭეშმარიტება. ისე, როგორც ეს ჩვენთან ხდება. ჩვენთან მოთხოვნილებაა არა ისეთ ლიდერზე რომელიც კაბინეტში იმუშავებს არა?! ამასთან ერთად იგი უნდა იყოს როგორც ვარსკვლავი და რაც ყველაზე მთავარია ხალხისთვის უნდა განსაზღვრავდეს თუ რაა ჭეშმარიტება, რაა რ ე ა ლ ო ბ ა. ამიტომ პარტიათა უმეტესობა ჩვენთან წარმოადგენს ქარიზმატულ ჯგუფს. რაც შეეხება პოზიციის განზოგადებას სუბიექტურ დონეზე: ადამიანის ცხოვრებისეული სცენარის განსაზღვრისას არსებობს 3 ძირითადი პოზიცია პირველი პოზიცია როცა ადამიანი იმყოფება თავისსავე სხეულში ხედავს თავისივე თვალებით და ლაპარაკობს თავისივე პირით “მე გავაკეთებ ამას და ამას”. მეორე როცა ადამიანი გვერდიდან უყურებს თავის თავს როცა ამბობს “მან ასე გააკეთა, იგი ასე იქცევა”. მესამე პოზიცა – ადამიანი უყურებს სხვათა ურთიერთდამოკიდებულებას ამბობს “ადამიანები ამას შეაფასებენ ასე და ასე” ნებისმიერ ჩვენგანს უხდება ამ პოზიციებში ყოფნა მონაცვლეობით. შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმეც კი. რიჩარდ ბენდლერი წიგნში “ტრანსფორმაცია” წერს: “თქვენ, რომ ზუსტად ისე გამოგეცადათ ის თუ, როგორ გრძნობს, ხედავს და ისმენს სხვა ადამიანი, ამ განცდასთან შედარებით LSD* მოგეჩვენებოდათ ტრივიალური” ერთი ადამიანის მიერ სხვებისადმი ჭეშმარიტების – რ ე ა ლ ო ბ ი ს განსაზღვრა და დადგენა ზუსტად ის ჭირია რისიც ასე ძალიან ეშინია ევროპას. განსაკუთრებით კი გერმანიას. დღეს ჩვენ საზოგადოებაში არის უსაზღვრო მოთხოვნილება მსგავსი ტიპის ლიდერზე და არის დიდი რაოდენობა მსურველებისა, ვინც მზადაა მსგავსი მოთხოვნილება ხალხს დაუკმაყოფილოს. ჩვენი მოსახლეობაც ზის ტელევიზორებთან არა იმის გამო, რომ ახალი ამბები შეიტყოს არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტება და მართალი მოძღვრება მოისმინოს. ყურადღება მიაქციეთ ამ შემთხვევაში მე არ ვადანაშაულებ რამეში თვითონ ტელევიზიას. საქმე ისაა, რომ საზოგადოება წინასწარაა განწყობილი შესაბამისად. არსებობს შესანიშნავი გადაცემები სადაც არავინ არაფერს მოგიწოდებს გადაცემები რომლებშიც განიხილება თუნდაც ასეთი თემები, მაგრამ მათი რეიტინგი ძალიან დაბალია.

თავისუფლება და არჩევანი

ღმერთო, ვინც სხვათაშორის ცხოვრობს
არ უნდა გარანტია
არ უნდა პირობა
განა ჩვენ გონიერ გადაწყვეტილებებს ველოდით
დიქტატორის შეყვარებული შვილები
ა. ბალაშოვი
არსებობს პატარა ამერიკული ლექსი ავტობუსზე, რომელიც ადრე იყო ტრამვაი. იგი წუწუნებდა, რადგან უხდებოდა რელსებზე სიარული, მისი გზა წინასწარ იყო შედგენილი და გადახვევა არ შეიძლებოდა. იგი იყო ძალიან მოწყენილი, მაგრამ როგორც კი ავტობუსი გახდა იმაზე აწუწუნდა, რომ გზაზე თავისუფლად გადახვევა გადმოხვევის შესაძლებლობამ დიდი თავსატეხი გაუჩინა, მას ენატრებოდა ის უზრუნველი დრო, როცა რელსებზე დადიოდა და შეეძლო მშვიდად ყოფილიყო. საქართველოში ჩვენ გვაქვს რელსების გარკვეული ასორტიმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერით სიგრძით ან სიმაღლით, მაგრამ ყველა ისინი არიან რელსები. აი ესაა მერყეობის საფუძველი ჩვენ ქვეყანაში. აი რაზე კამათობს დღეს ოპოზიცია და პოზიცია – რელსებზე. თავისუფლება ნიშნავს ზრდას გადასვლას დამოკიდებულებიდან დამოუკიდებელობის მდგომარეობაში და ამას რათქმაუნდა თან ახლავს გაკვეული უხეხულობები რაც დაკავშირებულია ამ ახალი მდგომარეობის შესწავლასთან. რათქმაუნდა პირველი ნაბიჯები ვერ იქნება დამაჯერებელი, განსაკუთრებით ისეთი საზოგადოებისთვის რომელიც მიჩვეულია მამას, ჭეშმარიტების მზა ფორმულებს, მიჩვეულია მერყეობას და მოკლედ -რელსებს. ერთი არჩევანი სინამდვილეში არაა არჩევანი. ორი არჩევანი კი არის დილემა. სამი არჩევანი არის მინმუმი იმისთვის, რომ საერთოდ გქონდეს არჩევანი.

თსვისუფლების დეკლარაცია

დიდი უნარის ინტელექტი თუმც უფრო ძლიერი, უფრო შეუცვლელი, უფრო მნიშვნელოვანია, ვინემ დაბალი, მაგრამ ეს ძლიერი ინტელექტი გაცილებით მძიმედ ამოძრავდება და გაცილებით თავგზააბნეული, გაცილებით მერყევი ჩანს პირველი ნაბიჯებისას.
ედგარ პო “ნაპარავი წერილი”
თავის დროზე ამერიკის თავისუფლების დეკლარაცია იყო ის დოკუმენტი, რომელმაც ეს ქვეყანა გადაიყვანა ერთი მდგომარეობიდან მეორეში რაც დღესაც ვერ უპატიებია ამ ქვეყნისთვის აღმოსავლეთს და მონარქისტულად განწყობილ მის ზოგიერთ ქვეყანას. ნებისმიერ აღმოსავლურ მონარქისტულ ორგანიზაციაში აშკარაა ზიზღი ამერიკისადმი. ამერიკაზე გაცილებით უფრო შორს წავიდა ამ მხრივ სლოვენური მუსიკალური ჯგუფი LAIBACH და ლუბლიანელი არტისტების კოლექტივი. რომლებმაც შექმნეს ვირტუალური სახელმწიფო NEUE SLOVENISCHE KUNST არაკონკრეტული მიზნებით. სახელმწიფო-ვირუსი, რომელიც არსებობს გამორჩეულად ინფორმაციულ სივრცეში და იყენებს ყველა საშუალებას თავისი საზღვრების ფართოვებლად. ქვეყნის ტერიტორიაა დრო, ქვეყნის მმართველად კი ითვლება ტრანსცენდენტული სული. იგივე პროვოკაცია იგივე კონფლიქტი ორთოქსალურ მონარქისტულ სისტემასთან და არა მარტო. მოგეხსენებათ ამერიკის თავისუფლების დეკლარაციას ახლაც აქტიურად აიგივებენ უწმინდურებასთან მკრეხელობასთან და მასონებთან. რათქმაუნდა უარესს იტყვიან NSK-ზე თუ იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე ფიგურა გახდება მსოფლიო არენაზე, ჯერ-ჯერობით კი NSK-ს იდენტიფიკაცია ძნელია, რადგან იგი მკაცრად არაერთმნიშვნელოვანია. ერთმნიშვნელოვან პოზიციაზე მდგომი ადამიანები კი ვერ ხედავენ იმ საფრთხეს რომელსაც იგი ატარებს. ასე მაგალითად: დასავლეთში ისინი მიაჩნიათ აღმოსავლური ტოტალიტარიზმის ირონიულ პაროდისტებად, აღმოსავლეთში კი იუგოსლავიაში დატრიალებული ამბების გამო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოძულე ჯგუფად. საქმე ისაა, რომ LAIBACH იყენებს ყველა მეთოდს რომელიც უკვე გამოცდილია დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, წარსულშიც, რომელსაც ეხლა იგონებენ ადამიანების მანიპულირებისთვის. NSK ესაა არჩევანის გამოყენების მაგალითი. ევროპული ომის პირობებში როცა დიდი მნიშვნელობა აქვს შენ პოლიტიკურ ან პატრიოტულ პოზიციას. ახალგაზრდა მუსიკოსთა ჯგუფი ახერხებს ხორცი შეასხას ევოლუციის თვალსაზრისით საკმარისად განვითარებულ იდეას, რომელიც თავისი მნიშვნელოვანებით არაფრით არ ჩამოუვარდება ამერიკის თავისუფლების დეკლარაციას.


ქართული პრაქტიკა
უბრალოდ ცუდი მეხსიერება
უბრალო ნოემბრის დღე
როცაყველა ქუჩის ხალხი
ყველა სიტყვა ხალხისთვის
იქ ნოემბერში
ყველა ერთნაირია
ყველა დღეები
ყველა სიტყვები
ყველა უცხოა
ა. ბალაშოვი

საქართველო დღეს არის მოქცეული ორ პროპაგანდისტულ მანქანას შორის ერთის მხრივ ჩვენ მშობლებს ახსოვს სკოლაში ნასწავლი კაპიტალიზმის გმობა, რასაც ახლა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აგრძელებს საქართველოში. მეორეს მხრივ ჩვენ წინაშეა ჰოლივუდი და ამერიკული ოცნება, სამხედრო არხი “საქართველო”. არავინ აპირებს ეჭვის შეტანას თავის ურყევ სიმართლეში არც დასავლური, არც აღმოასვლური პროპაგანდით ტვინგამოჭედილი დიასახლისები და ქართველი ქმრები. პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შესახებ არსებული მასალების პოპულარიზაციის მცდელობები ჯერ ჯერობით მარცხით მთავრდება, ვინაიდან არსებობს ძალიან ბევრი “წმინდა” თემა რომელზე მსჯელობაც არ შეიძლება. სინამდვილეში კი ამ თემების განხილვა ძალიან პროდუქტიულ შედეგებამდე მიგვიყვანდა როგორც ერს. ნებისმიერი საზოგადოებრივ-შემეცნებითი სატელევიზო პროექტი ათასჯერ უფრო ნაკლებად რეიტინგულია ვიდრე პოლიტიკური დებატები, განსაკუთრებით ისეთი გადაცემები სადაც ყველაზე ხშირად არღვევენ ზრდილობის ნორმებს. აი ასე ზის ტელევიზორთან ჩვენი ხალხი და მერყეობს ვინაა "მაგარი" და ვინ არა. მარჩიელობს ვინ იქნება მომავალში ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას აინტერესებს მეფეების ამბავი. მათ ვერაფრით ვერ მოაბრუნებ ისეთ არხზე სადაც გადაცემა იქნება თეთრ დათვებზე და მათი ბეწვის თავისებურებებზე. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამის ცოდნა გაცილებით უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს საქართველოსთვის ვიდრე ის თუ რა თქვა განათლების და მეცნიერების მინისტრმა.
--------------
* LSD – სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ცნობიერების მდგომარეობის მძლავრ ცვლილებას.

0 Responses to 'პოზიციების შესახებ'

Post a Comment