აუტისტური პარანოია

1. მანიპულაციები სიტყვით გულისხმობს მანიპულაციებს სურათებით.
2. მეოცე საუკუნის მიწურულს ერთეულებმა აღმოაჩინეს სიტყვის გამანადგურებელი თვისება და ტექნოლოგიების აპოკალისური ორიენტაცია.
3. დღეს ლაბორატორიაში მაგიდაზე დევს უცხოპლანეტელი - სიტყვა და საჭიროა მისი სტრუქტურის შესწავლა.
4. ნებისმიერი ნეირო მოგზაურობა განპირობებულია უფრო ხშირად გაუცნობიერებელი მისწრაფებით თავისუფლებისაკენ.
5. თავისუფლება სურათებს, თავისუფლება ცნობიერებას, თავისუფლება ენერგიას!
6. გაცნობიერებული სვლა სიტყვიერი საზღვრისგან გათავისუფლებისკენ შეიცავს საფრთხეს გახდე იზოლირებული ყოველგვარი საკნების და ფსიქიატრიული პალატების გარეშეც.

პოეტური ორიენტირი

ეკოლოგია იწყება შიგნით
არ დააბიჯო ფეხი ლოკოკინებს
როცა მიგაქვს ანგარიში
ბირთვული რეაქტორის
ერთკვირიანი მუშაობის შესახებ
იყავი ცხოველი
შეარჩიე მომენტი
შეხედე მეწვრილმანე ტირანს
შეკუმშე მისი ტონალი
შეისწავლე
უცხოპლანეტელის ორგანოები
შეისწავლე
მცენარეები რომელზეც იგი იკეთებს ბინას
აჩვენე სიტყვას თავისივე სხეული
აჩვენე ორგანოები
რომლითაც
გამოყოფს და მრავლდება
გადაუხადე სამაგიერო
მრადიული ტყუილისთვის ადამსა და ევაზე
დაიმორჩილე!
დაე ფეხებზე აგეკრას
და შენი
ყველაზე ბინძური კაპრიზები შეასრულოს.
გადი ზომიდან
გადი წონიდან
გადი ათვლის სისტემიდან
წადი სამოგზაუროდ და თან წაიყვანე
უცხოპლანეტელი - სიტყვა
როგორც შინაური ცხოველი.



ნიშნით აღნიშნულნო!

1. ვისაც გაქვთ მეტყველების თანდაყოლილი დეფექტი
2. ვისაც გაწუხებთ დღეების ერთფეროვნება
3. ვისაც გაღიზიანებთ ადამიანების შეზღუდულობა
4. ვისაც არ გძინავთ
5. ვისაც ვერ გიტანენ თანაკლასელები, მეზობლები, თანამშრომლები
6. ვისაც გეშინიათ
7. ვისაც დროდადრო გაწუხებთ აზრები თვითმკვლელობაზე
8. ვინც მოიწყინეთ
9. ვინც იცინით
10. ვინც იცით როგორ დაკარგოთ იმედი

შეცურეთ მერწყულის ეპოქაში, იწყება ახალი ტექნოლოგიურ-წარმართული ერა და ეს მოძრაობა გარდაუვალია, ცურვა, შეკუმშვა-გაფართოვება, ხელების მოქნევა, თითების სირბილი კლავიატურაზე, ჩაწერა, გადაწერა, კოპირება, შენახვა, გადარჩენა, სიცოცხლე, უკვდავება. ყველა ეს სიტყვა თქვენი თითების ბოლოებით იბადება, როცა თქვენ დუმხართ და არ იცით როდის დაიძინოთ, არც ის როდის გძინავთ. თავისუფლება ხილვებს, თავისუფლება ცნობიერბას, თავისუფლება სიკვდილს!
როგორ დადის ორი ობობა მაგიურ სიმბოლოებზე, რას მოქსოვს, ვინ გაეხვევა ამ ბადეში, დახედეთ საკუთარ ხელებს! სად მიდის თქვენი სურვილთა ძაფები?

თქვენ გინდათ:

სიმშვიდე
ალერსი
ვნება
სითბო
სიყვარული
სექსი
თავგადასავალი
.
.
.
სიტყვა:

”რომ გამოიძახო დემონი, უნდა იცოდე მისი სახელი”
უილიამ გიბსონი ”ნეირომანტი”


იზოლირებუთა კომუნა

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.
ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.
(იოანე 1,1; 1,2; 1,3; 1,4; 1,5)

შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.
ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“
(http://ka.wikipedia.org/wiki/შავი_ხვრელი)

სოციალური ქსოვილი დაკავებულია რაღაც გრანდიოზულისადმი თაყვანისცემით. ადამიანთა უმრავლესობა არაფრით არ მოწყდება სამყაროს რომელშიც ფუნდამენტურ კითხვებზე არსებობს გამზადებული პასუხები ტექსტის სახით. ძნელია ისაუბრო ფილტრებზე სამყაროსა და სიტყვას შორის თუ რეალობა რომლითაც სოციალური ქსოვილი იკვებება ეყრდნობა სიტყვათა ცალმხრივ მნიშვნელობას და ასეთი ქსოვილის უჯრედი პასუხობს კითხვებს მხოლოდ კონკრეტულ პროფესიონალურ სფეროში.

სოციალურ ქსოვილში მიუღებელია დაკავდე რაღაც გრანდიოზულის მოქმედების პრინციპის ამოხსნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამორჩები კონკრეტულ პროფესიონალურ სფეროს. რომელიმე პროფესიის უნაკლოდ ფლობაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ კონკრეტული პროფესია უნდა უზრუნველყოფდეს პროფესიონალს ინფრომაციით პირდაპირ ან ირიბად. ინფორმაციით სრულიად მთელი სამყაროს შესახებ. დონ ხუანის სიტყვებით რომ ვთქვათ ”შენი სამყარო არის მთლიანი ან შენ არა გაქვს სამყარო”. მხოლოდ ამ შემთხვევაშია აქვს აზრი ურთიერთობას, მხოლოდ ამ შემთხვევაშია სასიამოვნო პროფესიული საქმიანობა.

სპეც სამსახურები

დღეს ქვეყანაში სადაც მოცემულ ენაზე ლაპარაკობენ, სიტყვის გამანადგურებელი თვისების შესწავლაზე მუშაობს რამდენიმე დაჯგუფება.

ზოგი მათგანის პრიორიტეტს წარმოადგენს ლოზუნგი "Dance Or Die" - მე რამდენჯერმე ვნახე როგორ არღვევენ ისინი ამ ლოზუნგის სიტყვიერ საზღვარს. ყველა ვინც მზადა ხართ გირჩევთ არ გამოტოვოთ.

ზოგი დაკავებულია სიტყვის გამომყოფი სისტემების შესწავლით და იმ მოვლენით თუ რატომ არის ამდენი განავალი მაინცდამაინც ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე.

საეჭვოა იმ ადამიანთა მოტივიც ვინც ქადაგებს ”სიტყვის თავისუფლებას” ”სიტყვისგან თავისუფლების” ნაცვლად დაჯგუფებათა თითქმის ყველა წარმომადგენელი გამუდმებით აკვირდება და სწავლობს მათ ქცევას.

არსებობენ დაჯგუფებები, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ თუ თქვენ ასეთი ხართ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საოცრებათა ქვეყანაში.

0 Responses to 'ჰიპერ კომუნიკაცია'

Post a Comment