ადამიანის სხეულებით აშენებულ კედლებში ისღა დაგრჩენია
ათვალიერო
უხერხული პოზები
ტელევიზორისფრად ანთებული კანი

ილუზიები ოქროს შესახებ
და
რბოლა
ოცნების ენერგიით დაქოქილი სათამაშოები
რომლებიც სინამდვილეში ერთმანეთს ეკვრიან და კედელს წარმოადგენენ

ძნელია გამოხვიდე კუთხიდან თუ ხელებით არ ჩაჭყლეტ ყველა თმებიან მტევანს
თბილი ხორცის ირგვლივ გროვდებიან უცნაური არსებები, თავზე ანტენისმაგვარი საცეცებით
ისინი ხომ იმ ციცინათელებივით ანათებენ, რომლებზეც ბავშვობის დამეებში ვნადირობდით
როცა გვიყვარდა ახალგამომცხვარი პურის ქერქის გემო და ქვების სროლა

ახლა ძნელია მიხვდე სად ცხოვრობ, თუ გენატრება დრო, როცა ზეიმებს თეთრ სამოსში გამოწყობილ ადამიანთა მსხვერპლშეწირვა ალამაზებდა. დედამიწაზე კი არ ქონდათ ფინანსური სისტემა და ზუსტად იცოდნენ რა ღირს გართობა.

ეს დრო გავს ზაფხულის ბავშვების შეძახილებით აფორიაქებულ და აყროლებულ გუბეებს, ჩანთაში დაგროვებულ სლიპინა ბაყაყებს და გოგონების კივილს.

უკვე გამოგვრჩა მომენტი როცა ეს ხმები სიზმრებმა წაიღეს და კედელში დავრჩით
ალბათ ეს მაშინ მოხდა როცა ერთმანეთს ვჭყლეტდით,

ოცნების ენერგიით დაქოქოლი სათამაშოები
ანაწილებდნენ იმედს ელექტრონულ ცხრილებში და ბეგრავენ საშემოსავლო გადასახადით
იმ დროს ჩვენ ერთმანეთის სხეულში ვეძებდით ციცინათელებიან ღამეს

ამით ვუხდიდით
მშიერ სიბნელეს

1 Response to 'საშემოსავლო'

  1. anina said...
    https://rel0ad.blogspot.com/2010/03/blog-post.html?showComment=1271265529345#c665005356315860046'> April 14, 2010 at 10:18 AM

    დასაწყისი ძალიან-ძალიან მაგარია :*

     

Post a Comment