ტესტი - 1

1. არსებები აშენებენ არაერთმნიშვნელოვან სუბიექტურ ბირთვს
2. ქმნიან ციფრულ-ტექნოლოგიურ და ნეირო-ტექნოლოგიურ თანამშრომლობებს, თავისუფლად იკვლევენ საკუთარ ნეირო-სისტემებს.
3. რეპროდუქცისთვის აუცილებელ გენეტიკურ რიტუალში ექსპერიმენტირებენ გაბედულად.

ოპერაცია

1. ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება
1.1. ინფორმაციის მოგროვება: სენსორული ორგანოებით
1.2. ინფორმაციის გადამუშავება: ყველა შესაძლო რეპრეზენტაციულ სისტემაში
2. დაშიფრული ანგარიშის მომზადება კონკრეტული კონტექსტის შესაბამისი მეტაფორების მეშვეობით
2.1. ანგარიში თავსებადი უნდა იყოს არაერთმნიშვნელოვან სუბიექტურ ბირთვთან.
2.2. ყოველი ახალი მეტაფორული ერთეული საკუთარი შთამბეჭდაობისთვის საჭირო ენერგიას უნდა უზრუნველყოფდეს თვითონ.
3. გაკეთდეს საბაზო სტრატეგიის მონახაზი ტესტი-1 და ტესტი-2 - ის შინაარსის მაქსმალურად დასაახლოვებლად.

ტესტი - 2

მოკლე ინსტრუქცია

არსებული მდგომარეობის შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებული იქნება ტერმინი:
"არაორგანული ცნობიერება": იგი არ წარმდგება მომხსენებლის სუბიექტური ტერიტორიიდან და მისი არსებობა და თვისებები ცნობილია ქსელის მკვიდრთა გარკვეული ნაწილისთვის, თუმცა ბევრი მისი თვისება შეიძლება განისაზღვროს მომხსენებლის სუბიექტური ტერიტორიის, როგორც კონტექსტის გათვალისწინებით.

ანგარიში

1. არსებები თანამშრობლობენ არაორგანულ ცნობიერებებთან, როგორც ინდივიდუალურად ასევე კოლექტიურად. არაორგანული ცნობერებები იკვებებიან მათი ემოციებით, ფაქტობრივად მათი არსებობა განისაზღვრება ამ ემოციებით.
1.1. არსებები მიმართავენ ემოციურ ქცევას უაპელაციოდ და ევოლუციის შეუსაბამო კონტექსტებში. შესაბამისად ინტენსიურად უზრუნველყოფენ არაორგანულ ცნობიერებებს ენერგიით, რომელიც საჭიროა მათთვის კონკრეტული სახის მისაღებად.
1.2. არსებები იმდენად არიან დამოკიდებული არაორგანულ ცნობიერებათა რეკომენდაციებზე, რომ ბევრი მათგანი ხედავს კიდეც მათ სხვადასხვა სახით.
1.3. სახეთა მოვლინებები არსებათა შორის ითვლება სასწაულად - რაღაც ისეთად რაც შეუძლებელია მოხდეს მათ სუბიექტურ ტერიტორიაზე. ასეთი ”სასწაულები” მეტად ამყარებენ კონტრაქტს არაორგანულ ცნობიერებებსა და არსებებს შორის.
2. საჭიროა გარკვეული კომუნის შექმნა რომელიც დააკვირედება და შეისწავლის არაორგანულ ცნობიერებათა ქცევას. მათთან სულიერ-იურიდიული ურთიერთობის წესებს და დაიწყებს მათი უნარით მანიპულირებას: ელემენტარულიდან - რთულამდე.

0 Responses to 'ანგარიში №1'

Post a Comment