მოდელირებიდან კონსტრუირებამდე

მოდელი შეიძლება აღწერდეს, როგორც გარკვეულ შაბლონს(პატტერნს), ასევე პრინციპებს რომელთა დაცვითაც იქმნება ესა თუ ის შაბლონი. ამ შემთხვევაში მიიღება მოდელი-კონსტრუქტორი, რომლის დახმარებითაც შეიძლება, შეიქმნას სხვადასხვა დანიშნულების მოდელები ინჟინრული ხერხით.
მოცემულ მოდელში აღწერილია ვერბალურ შეტყობინებათა ელემენტები და ამ ელემენტებზე ზემოქმედების ხერხები. პირველი მატრიცის სახით მოწოდებულია ”სისწორის” დარღვევის ყველა შესაძლო ვარიანტი. მეორე ცხრილში აღწერილია ამ დარღვევებზე რეაგირების მეთოდები იმისათვის, რომ აღდგეს ”სისწორე”.
ამ მოდელის მიხედვით ზემოქმედების ხერხებია: გამოტოვება(გაქრობა), განზოგადება და ცდომილება.
ეს მეტამოდელის ტრადიციული განაწილებაა, თუმცა გარკვეულწილად იგივე პროცესები მოქმედებენ ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამუშავებისას.
შეტყობინების ელემენტებად წარმოდგენილია: სუბიექტი, პრედიკატი(მოქმედება) და ობიექტი.
მოცემული სქემის(ზემოქმედების მეთოდები ”კონსტრუქციის” ელემენტებზე) მიხედვით შეიძლება, წესების დონეზე შეიქმნას მოდელ-კონსტრუქტორები: შინაგანი ზრდისთვის, პრესუპპოზიციების ასაწყობად, მილტონ-მოდელისთვის.

რუკა არაა ტერიტორია და ა. შ.

”თითოეული ჩვენგანი ქმნის იმ სამყაროს გარკვეულ რეპრეზენტაციას, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ყველა ვაკეთებთ მოდელს ან რუკას, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი მოქმედებების საფუძვლად. სწორედ სამყაროს რეპრეზენტაცია განსაზღვრავს ჩვენ მომავალ გამოცდილებას ნამდვილ სამყაროში: თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენს ამ სამყაროს და როგორ არჩევანს წავაწყდებით ცხოვრებაში”
ჯონ გრინდერი, რიჩარდ ბენდლერი ”მაგიის სტრუქტურა”

რუკის დონეები

ქვედა დონე არის სენსორული გამოცდილება - ინფორმაცია, რომელმაც გაიარა სენსორული ფილტრი. მასში შედის ის, რასაც ვხედავთ, გვესმის და ვგრძობთ, ანუ სხეულის ტაქტილური და კუნთების შეგრძნებება. ამ დონის შემცველობის რედაქტირება შეუძლებელია გაცნობიერებულად და ბუნებრივ პირობებში. ამ ინფორმაციის მოცულობა დიდია და უკიდურესად დაწვრილებითი, მაგრამ მისი გამოყენება ყოველდღიური ურთიერთობისას მოუხერხებელია. იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როცა ვართ ტრანსში.
უფრო მაღალი დონის რუკა არის სტრუქტურირებული გამოცდილება - შერჩეული, როგორც მეტად მნიშვნელოვანი და უკვე დამუშავებული, ინფორმაცია: არა მარტო ფაქტები, არამედ შეფასებები, წარმოდგენები, მოსაზრებები და სხვა. ეს დონე ხელმისაწვდომია ცვლილებებისთვის და რედაქტირებისთვის. სტრუქტურირებული გამოცდილება, ისაა, რასაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღე.
გამოცდილების ვერბალური აღწერა არის ზედაპირული დონის რუკა - სტრუქტურირებული გამოცდილების სიტყვებით გადმოცემა.
რუკების ასეთი განლაგება შეიძლება შევადაროთ გარკვეული მოვლენის შესახებ პრეზენტაციის მომზადებას.
• ადგილი, სადაც მიტანილია კონკრეტული აპარატურა(გრძნობის ორგანოები): იქნება ეს ბუნება, ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორია თუ რაიმე დაწესებულება და ა. შ. არის ტერიტორია
• სხვადასხვა სახის აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც შეგროვდა კონკრეტული აპარატურის მეშვეობით, არის სენსორული გამოცდილება.
• სენსორული გამოცდილების რედაქტირებული ვარიანტი - სხვადასხვა კრიტერიუმებით შეკვეცილი და შეცვლილი თანმიმდევრობის ვიდეო მასალა, სპეც ეფექტებით, ხმოვანი კომენტარით და ა. შ. გაფორმებული საპრეზენტაციო ფილმი, წარმოადგენს სტრუქტურირებულ გამოცდილებას.
• კომენტარი ან მოთხრობა ამ ფილმის შესახებ კი არის გამოცდილების ვერბალური აღწერა

თითოეულ დონეზე ინფორმაცია გადალაგდება, განზოგადდება და იკლებს მოცულობაში. ყურადღება მიაქციეთ - ყოველი მომდევნო დონის რუკა აღწერს წინა დონის რუკას.
ყოველი მომდევნო დონის რუკისთვის წინა დონის რუკა არის ტერიტორია.
უდავოა, რუკა პირველ რიგში, საჭიროა იმისათვის, რომ გაადვილდეს ტერიტორიაზე ორიენტირება. როგორც კი ადამიანი ამას ივიწყებს, წყვეტს რუკის შექმნის პროცესს ქვემოდან ზემოთ და ცდილობს მაღალი დონის რუკის მიხედვით უფრო დაბალი დონეების რედაქტირებას, სწორედ ამ დროს ჩნდება პრობლემები.

რუკა - არაა ტერიტორია!

სიტყვიერი აღწერა არაა სენსორული გამოცდილება!
შეფასება არაა მოგონება!
მოგონებები მოვლენებზე არაა მოვლენები!

ვაშლი ---------------------------- გამოცდილების ვერბალური აღწერა
|||
[X&~]
|||

----- სტრუქტურირებული გამოცდილება
|||
[X&~]
|||

----- სენსორული გამოცდილება
|||
[სენსორული ფილტრები]
|||

----- სამყარო ჩვენს ირგვლივ

დაწვრილებით - გადმოწერე ფაილი

ტექსტი შეიქმნასტატიის მიხედვით, რომელიც ვიპოვე აქ: http://trenings.ru/

0 Responses to 'მეტამოდელი (კომპაქტური ვერსია)'

Post a Comment