...

დილა მშვიდობისა

აი დილა, როცა იღვიძებ, აზმორებ, ხელებს შლი, მერე ისევ ხრი, ხელის მტევნებს, იდაყვებს თითქოს რაღაცას ეძებ, რაღაც ახალს, განსაკუთრებულს, ჯერ გამოუცდელს, როგორც ვარსკვლავების გარკვეული განლაგება, ღამიან ცაზე შეიცავს აზრს ადამიანებისთვის და პოულობს თავის სახელს, შენ სხეულშიც არის წერტილები, რომლებსაც გინდა მოუძებნო განსაკუთრებული განლაგება. განლაგება, რომელიც დაგეხმარება შეიგრძნო, რაღაც ახალი რაც არ გიგრძვნია წინა დილას. გაზმორებისას ადამიანებს ხშირად მიაქვთ ხელი საფეთქელთან. რა მოხდება რომ ერთ დღესაც ეს ხელი არ იყოს ცარელი და დილაც მშვენიერი იყოს იმისთვის, რომ ბალიში ტვინის ნამცეცებით მოთხვარო. სხვა რისთვის გამოდგება დილა, დღის დასაწყისი, თუ არა სურათისთვის, რომელზეც საოცარ პოზაში გაშეშებული ადამიანი სისხლში ცურავს, სახეზე გაქვავებული სიამოვნების ღიმილით, როგორითაც იღიმებიან გაზმორებისას.

ილუზიათა სტრუქტურა

როგორც კი ტყვია ტვინის ქერქს შეეხება, იწყება საოცრებები, რომლებიც საოცრებებს აღარც კი გვანან ისეთი ადამიანისთვის, ვინც შესაბამნისი გადაწყვეტილება მიიღო, მიბაძოს ვარსკვლავებს, სამყაროს და მის იდუმალებას. დროის იმ პერიოდის დასაწყისში, რომელშიც თქვენ უნდა მოკვდეთ, პირველი რაც ხდება: ჩნდება შეცდომები, ერთგვარი გლუკები, ისინი შეიძლება შევადაროთ PC - თამაშების BUG-ებს. თამაში, რომელსაც კარგად იცნობ შეიცავს ძალიან ბევრ მოვლენას, რომელიც მასში შეიძლება, ჩაითვალოს მათი შემქმნელების შეცდომად. შემდეგ,როცა ტყვია ტვინში მოძრაობს, რეალობას ემართება რაღაც წარმოუდგენელი: იცვლება ვიზუალური აღქმა რომელიც აღარც კია ვიზუალური, დრო ჩქარდება და ტყვიის გავლილი ყოველი მილიმეტრი სავსეა კოსმოსური მასშტაბის მხედველობითი, გრძნობითი და სმენითი მოვლენით, სხვა შემთხვევაში ამ მოვლენებს მილიონობით წლები დაჭირდებოდა. ინფორმაციის ამხელა დოზას სხეული აღფრთოვანების პიკამდე - ორგაზმამდე მიყავს. მოკლედ სისტემა ტყდება და წყობიდან გამოდის. სამყარო აღარაა სამყარო და ვიდრე ცნობიერების ნამცეცები მუშაობდნენ, იმის მიხვედრასაც კი ასწრებ, რომ რეალობა, რომელშიც ცხოვება გაატარე არასოდროს ყოფილა სრულ წერიგში - ვიღაცის დაუმთავრებელი თამაში.

როგორ ადიოდა ღმერთი ცაში

ყველაფერი რაც იყო ერთხელ იქნება მეორედ. ძილი გაზმორება დაუზიანებელი ტვინის სიზმრები, ხელოვნური რეალობა. საყდენი მექანიზმები და ოცნებები როგორც მექანიზმების საკვები, რომლებსაც ღმერთი ცაში აჰქონდათ და უნდოდათ იგი იქ დაედოთ. ისინი იცმევდნენ კოსტუმებს, აფრიალებდნენ აქციებს საფონდო ბირჟებზე, მონაწილეობდნენ არჩევნებში, კლავდნენ დელფინებს, აშენებდნენ რაკეტებს, ქმნიდნენ ოჯახებს, ღვრიდნენ ნავთობს ზღვებში და ოკეანეებში, აშენებდნენ საბავშვო ბაღებს და საკონცენტრაციო ბანაკებს, იგონებდნენ სკაფანდრებს და ვიდეოკამერებს, იყენებდნენ პარფიუმერიას, ვაჭრობდნენ ხილით, სხეულით და ჩაით, ემორჩილებოდნენ ციფრებს და გამოგონილ კანონზომიერებას, იღვიძებდნენ ადრე და მიდიოდნენ სამსახურში, მაგრამ ყოველთვის დგებოდა პერიოდი, როცა ისინი ივიწყებდნენ, რომ გაზმორება ერთადერთია რაც ერთუჯრედიანებს შეუძლიათ იმისთვის, რომ იმოგზაურონ. ავიწყებოდათ, რა სასიამოვნოა უაზროდ ძირს გდება, უცნაურ პოზაში, ამებას მსგავსად აქეთ იქეთ მიმოფანტული ცრუფეხებით და თავის ქალიდან გადმოღვრილი უზარმაზარი სისხლის გუბით.

ტესტი, ოპერაცია, ტესტი, გამოსვლა

ყოველი დილა იწყება სხეულში წერტილთა განლაგების ძებნით, რომელიც იქნება მაქსიმალურად სასიამოვნო,
პირველი ტესტი: უცხო გალაქტიკის დასახლება ცოცხალი ორგანიზმებით;
ოპერაცია: შეიქმნა დროის ათვლის სისტემა.
მეორე ტესტი: არსებები ცდილობენ დროის ყველა მახასიათებელი მოათავსონ ათვლის სისტემაში. უცხო გალაქტიკაში მოხვედრა კი ცდება ათვლის სისტემის საზღვრებს.
პირველი ტესტის კორექცია: დროსთან ურთიერთობა ათვლის სისტემის გარეშე.
ოპერაცია: ათვლის სისტემის ირაციონალიზაცია სპეციალური ინსტრუმენტებით: პისტოლეტი, ლოგინი, ბალიში.
გამოსვლა: ერთი გასროლა.
ამის შემდეგ იწყება მირიარდი ერთუჯრედიანის მირიარდი თავგადასავალი.

1 Response to '...'

  1. Next said...
    https://rel0ad.blogspot.com/2009/12/blog-post.html?showComment=1261775740598#c7215092133921022222'> December 25, 2009 at 1:15 PM

    aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

    gamakleva
    au ra tripia
    kide minda.

    cavedi meore creze

     

Post a Comment