შენი პირის აქაფებული ნერწყვი ბრწყინავს შენ ყელზე. ბევრი ისურვებდა ხელით შეხებოდა მას და შენ ყურებში მარადისობის ჩურჩული შემოეშვა. მექანიკა კი არ ჩერდება ნერწყვიც უფრო ქაფდება და მისი წვეთები კოხტა ძუძუებისკენ მიცოცავენ.

ამის წინ რაღაც ფაბრიკაში ვიყავი. ვიღაც მუშები დიდ მილს აგურ აგურ შლიდნენ და ამ აგურებს ყიდდნენ. მე აგური მჭირდებიდა ხალხს კი ამ მილიდან ამომავალი ღრუბელი – ღრუბლები რომლებიც წლების განმავლობაში ხალხს ღმერთის არსებობას აჯერებდა.

მე არ ვგრძნობ სისუსტეს მე იმას ვგრძნობ, რომ სიტუაციის გარეთ ვარ, როლი არ მაქვს. თვითმკვლელობამდე მიმიყვანდა ეს გრძნობა, მაგრამ სიცოცხლით ვარ დაწყევლილი... შენი ნერწყვის ბრწყინვალებამ ზოზინით შემოუარა მრგვალ მკერდს და რევოლუციასავით ხავერდოვანი მუცლისკენ დაიძრა.

მზის სხივებს აგურის მტვერს და წლების განმავლობაში მილში დაგროვებულ ჭვარტლს ორი მუშა ზუსტად ისე შეეღება, როგორც ეს ჩვენს ეპოქას შეეფერება. ერთ მათგანს ინტელექტის ნასახი ეტყობოდა სახეზე, მაგრამ ეს ნასახი უფრო საცოდავს ხდიდა. მათი ცქერით გული, რომ არ ამრეოდა მილის ძირს მივადექი თან მის ჩრდილს შევეფარე.

არ ვიცი რატომ მაგრამ პოზიცია შეიცვალე ტუჩებიდან ქაფი კი მოიწმინდე მაგრამ ის წვეთი რომელიც მონოტონურ მოძრაობას უკვე ჭიპამდე ჩაეყვანა ძველებურად ბრწყინავდა ნათურის სუსტ სინათლეზე, რომელიც ძლივს ანათებდა შენს დიდებულ დაცემას.

მე ჩრდილში ვიდექი და ჩრდილზე ვფიქრობდი უფრო სწორად ჩრდილების ღმერთზე. ირგვლივ აგურის ნატეხები ეყარა. მილი მაღალი იყო. მართალია უკვე ნახევრად დაეშალათ, მაგრამ მისი სიმაღლე მაინც ახდენდა შთაბეჭდილებას. მუშები აგურებს მანქანაზე ყრიდნენ და დროდადრო ოფლს იწმენდდენ შუბლიდან. არვიცი რატომ მაგრამ მათზე ცქერა არ მსიამოვნებდა “ნუთუ ასეთი აზიზი ვარ?” ვფიქრობდი ჩემთვის და ვცდილობდი ამ ორ შავწითელ კაცში რამე მიმზიდველი აღმომეჩინა.

ოთახი აკრძალული ხმებით აივსო შენი თეძოები გონებისამშლელად თანთალებდნენ მბრწყინავი წვეთი ჭიპის საზღვართან შეყოვნდა და იმის მაგივრად რომ უფსკრულში გაბედულად ჩაშვებულიყო ადგილზე დაბრტყელდა და გაიზლაზნა.

უცებ მივხვდი, მივხვდი რა იყო მათში გულისამრევი, ისინი ვერ ეგუებოდნენ თავიანთ ბედს. მათ არ უყვარდათ თავის საქმე და ამ საქმეს უგულოდ მექნიკურად აკეთებდნენ ისინი არ ცდილობდნენ საქმე ლამაზად ეკეთებინათ, მათთვის ასეთი რამ წვრილმანი იყო. მთავარია დღე გავიდეს, მერე აბანოში შეხვალ აგურის მტვერს და მილის ჭვარტლს ჩამოირეცხავ, სახლში დაბრუნდები შენ გაკეთებულ ბავშვს მოეფერები მერე დაწვები დაიძინებ და ხვალ ისევ გაგრძელდება მილის დაშლა აგურ აგურ, ნელნელა და მონოტონურად. არადა ასეთ გრანდიოზულ მილს დიდი აფეთქება უფრო ეკადრებოდა.

მოკლედ თუ შენი კვნესის მიხედვით ვიმსჯელებთ შენ ალბათ გაათავე. ორივე შემთხვევაში ეს სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება და ალბათ ყოველთვის მოიძებნება მსურველი ეს საიდუმლო ამოხსნას. მე კი მადლობა ღმერთს ამ დავიდარაბას უკვე გადავრჩი. თამაშებს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, მაგიტომაც დავრჩი როლის გარეშე, უფრო სწორად უხილავი დამკვირვებლის როლში.

მუშებმა მანქანა დატვირთეს, ჩემსკენ მობრუნდნენ და გამაგებინეს, რომ მილის ახლოს სიარული საშიში ყოფილა – შეიძლება აგური ჩამოვადეს და თავში დაგეცესო. მოკლედ მილი მივატოვე ოღონდაც იმის გამო, რომ წასვლის დრო მოვიდა. სხვა შემთხვევაში რათქმაუნდა მათ რჩევას არაფრად ჩავაგდებდი. ჩემს დაქირავებულ სატვირთო მანქანაში მძღოლს მივუჯექი, რომელსაც დამტვრეულ ბალიშისებურ ყურებზე და მხრებზე უკისროდ დადებულ თავზე ეტყობოდა, რომ ადრე მოჭიდავე იყო. მანქანა დაიძრა ელექტრომექანიკური ფაბრიკის გასასვლელთან მძღოლს რაღაც საბუთები გამოართვეს მერე კი სახლისაკენ გავწიეთ. სახლში აგურები მიმქონდა.

0 Responses to 'ორი მუშა'

Post a Comment