ერთხელ სამსახური შემომთავაზეს 21–ე ქვეითი ბრიგადის შტაბში „კომპიუტერჩიკად“
– რა უნდა ვაკეთო? – ვეკითხები კამუფლიაჟით შემოსილ ვიღაც ჭაღარა ჩინოსანს.
– კომპიუტერი – მპასუხობს ბატონი „ვიღაც ბიძა“ და გაკვირვებული მიყურებს. 2005 წელია ქართული ჯარი ეს–ესაა ფეხზე დგება, ტილებს იშორებს და სუფთა ფორმით იმოსება.
– ჰო, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება ჩემი საქმე? – ვეკითხები ბატონ ოფიცერს იმ იმედით, რომ დაახლოებით მაინც წარმოვიდგინო რას მოითხოვენ ჩემგან. შტაბის დოკუმენტაციის გადაციფრულებას, ქსელის გამართვას და ოპერაციული სისტემების დაყენებას, თუ დილაობით სირბილს და ნორმატივების ჩაბარებას.
– კომპიუტერი – გაიმეორა ჭაღარა კაცმა და ისე გულუბრყვილოდ მომაშტერდა ცოტათი შემეშინდა კიდეც.

ნებისმიერი მოვლენა რომელიც ჩემზე ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს აუცილებლად ხანგრძლივი ანალიზის და შესწავლის საგნად იქცევა. აშკარაა ამ კაცს პრიმატის თვალები ქონდა და სამხედრო ფორმა ეცვა. ეს კი ძლიერი მინიშნებაა.

სამყაროს ერთიანობის შესახებ თქმული და გაბგერებული ალფავიტი პირველყოფილი ადამიანების მიერ წვალებით წარმოთქმული პირველი სიტყვების ჩანასახი. პსილოციბინის მოგზაურობიდან დაბრუნებული შთაბეჭდილების გადმოსაცემად. ნებისმიერი ცვლილების დროს რაღაც ყოველთვის ინახება, ინარჩუნებს თავის ფორმას და შინაარსს. სამყაროს მძღნერი. შეუძლებელი სისუფთავისთვის წამოწყებული სამხედრო მოქმედების დროს დაღუპული აფრიკელი წარმართები, სიბნელეში წვანან და პსილოციბინური რეალობისთვის განსაკუთრებულად ბნელ და საშიშ ჰალუცინოგენურ ლაბირინთებს ქმნიან. შეიძლება მათი სისხლი მთელ დედამიწას ცეცხლის ალივით მოედოს ვიდრე შენახული მძღნერი უწყვეტ დინებას არ დაიწყებს შიგნიდან გარეთ და ყველა კარგად შემოსილი ნატოს პრიმატი ძველებურად არ შეუდგება ქექვას და წყალწითელის ნაპირთან დანთებულ ცეცხლში ტილების ჩაყრას. ”რაა კონკრეტულად ჩემი საქმე?” ჰოლივუდური ოცნებებით გაბერილი კოლექტივისტების შენახვა. ყველა მისი ბრწყინვალება უნდა გაყვითლდეს მერე გაყავისფრდეს და განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარდისფერი ხვრელიდან გარეთ გამოვიდეს დასტა დასტად განსაზღვრული პორციებით ერთი მეორის მიყოლებით დაუმთავრებლად და შვებისმომგვრელი ექსტაზით ”ოოოჰ, აააჰ” კოლექტივისტური ოთხკუთხა სახლების ნაცრისფერ ოთახებში მოგუდულად გათავებაზე მეოცნებენი, ავტომატებით ხელში მაღალი გარჩევადობის ეკრანებიდან თვალს ადევნებენ როგორ ავსებს დოლარის ნიშნით ტატუირებული ღმერთების და ნახევარღმერთების ორგაზმი ჯარის სასურსათო საწყობს და როგორ ასხივოსნებს ბნელ ჰიროსიმას შეუსაბამო დროს მიწიდან ამოსული მეორე მზე. ”დიდ არს ალაჰი” დიდი ხნის წინ ამოტვიფრული სიტყვები ქართული წარმოების ხელოვნური ინტელექტის ფიზიკურ კორპუსზე ქვეყანაში ახლახანს გამოჩენილი პსილოციბინური სექტის წევრების მიერ ჰასან იბნ საბბაჰ-ის ანდაზებით იფარება ”არაფერია ჭეშმარიტი, ამიტომ ყველაფერი დასაშვებია”.

”რა უნდა ვაკეთო?”, ”კომპიუტერი”, ”შეიძლება კომპიუტერით ბანკში შესვლა?”, შეიძლება კომპიუტერით ჩემ ოცნებებში შესვლა და მისი სინათლის ყველაზე ბრწყინვალე ადგილებზე ნაცრისფერი სქემატური სიბნელის დაჯმა? შეიძლება ჩემი პსილოციბინური რეალობის შუაგულში შავი ხვრელის გაკეთება და ტვინის მიერ ფერადად მარკირებული გამრთობი სამყაროს ერთი ხელის მოსმით გაქრობა? ჩემი მეგობარი მართალია - ასეთ დროს სიბნელეს ხედავ და სმენითი მოდალობა აქრტიურდება, მილიონი ხმა გესმის, რათქმაუნდა სისინის მსგავსი, მაგრამ მე არ შემიდარებია ისინი გველებთან. ეს სისხლის ხმა იყო. ჩემი საკუთარი სისხლის მიმოქცევის ხმა მილიონი ქარივით ისმის, შედარებით დაბალი სიხშირის შიშინი მსხვილი არტერიებიდან მოდის, ის წვრილი წუილები ალბათ უფრო წვრილ სისხლძარღვებში და კაპილარებში კონკრეტდება. პსილოციბინს საოცარი თვისება აქვს. განზოგადებულად აჟიტირებული საკომუნიკაციო სიგნალებს ვიწრო კონკრეტულ ნაწყვეტებად ფლეთს. ტერენს მაკენა ვარაუდობს, რომ სწორედ ამ თვისებამ მისცა ბიძგი დედამიწაზე ენის წარმოქმნას. ”წარმოიდგინე სოსო, ჩვენი წინაპრები კოცონთან ისხდნენ და სანამ ამ სოკოებს შეჭამდნენ ერთმანთს ”უჰ, აჰ, უჰ, უჰ, უჰ!” ასე ელაპარაკებოდნენ - თან ხელებით და ტანით მაიმუნს ვემსგავსები, ”მერე სოკოს შეჭამდნენ და პირველი ”მოსვლის” აღფრთოვანებით დაღლილები სადმე გამოქვაბულის კედელთან მიეგდებოდნენ. მიპასუხე. რა უნდა ექნათ ერთი ან ორი საათი გდების მერე, როცა ამ სამყაროებიდან ნამგზავრი ისევ კოცონთან დაბრუნდებოდნენ და ღრმად ჩაფიქრებულები ერთმანეთს შეხედავდნენ?” ენასა მას შინა დამარხულ არს ჩვენი ექსტატიკური არსი, ჩვენი აგონია, ჩვენი ორგაზმები, რაც საუკუნეების მანძილზე კვდება, ლპება და მძღნერის სახით უცვლელად ინახება, მილიტარისტული, რელიგიური, პოლიტიკური ლიდერების თავსა და ტანში. ”მე ჩემიდედამოვტყან თავიდან მაგრა დევიგრუზე, საღაცა მიტინგზე გევიჩითე და რუპორით ძაღლივით ვიყეფებოდი”. ”მე აბა ზუსტად დავინახე ბანჯგვლიანი ადამიანები როგორ პოულობდნენ პირველ სიტყვებს”. ”ბიჯო რატო არი აკრძალული ე დედამოტყნული?”. ”სწორედ ამიტომ ჩემო სოსო, სწორედ ამიტომ.”

უკვე გვიანია. ალბათ ისინი როდესმე მიხვდებიან რა ხდებოდა უიმედო ფერის კედლებს მიღმა, ეს სახლები ხომ უხსოვარი დროიდან ჰასან საბბაჰ-ის მიერ გატეხილ ყველა აკრძალულ სიხშირეს იჭერდნენ.


2 Responses to 'გონების ბნელი ქარი'

  1. Unknown said...
    http://rel0ad.blogspot.com/2012/10/blog-post_15.html?showComment=1545164439764#c5430333124007168658'> December 18, 2018 at 12:20 PM

    ტერენს მაკკენას გადავეყარე არც თუ ისე დიდი ხნის წინ,იუნგის გაცნობის შემდეგ,ალბათ ლოგიკურად მიმიყვანა ჩემმა გონებამ,ინფორმაციას ვისრუტავ სიმენსის მტვერსასრუტივით ისე რომ არც ვაარქივებ არც ვახარისხებ უბრალ9დ ვიღებ ამ ცოდნას,ჯერ არაცნობიერმა ინადიმოს,შემდეგ ცნობიერად ჩავუჯდები ნარჩენებს,უბრალოდ გამიკვირდა ესეთ საინტერესო არტიკლს გამოხმაურება რომ არ ააქვს,მერე გამახწნედა სად ვცხოვრობ და შევეგუე. უბრალოდ მგონია რომ თქვენნაერი ხალხი ერმანეთისკენ და ცოდნის გაზიარებისკენ უფრო პასუხისმგებლობით უნდა ილტვოდეს, ეს ის ხმაა რომელიც არ ისმის!
    შენი და შენნაერების ხმა უნდა ისმოდეს და მგონია რომ უნდა ეძებოთ ერთმანეთი,საკუთარ თავს იმიტომ არ ვთვლი რომ მე ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს ვდგამ საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობის გზაზე.

     

  2. Anonymous said...
    http://rel0ad.blogspot.com/2012/10/blog-post_15.html?showComment=1660604398513#c2163935952253516341'> August 15, 2022 at 3:59 PM

    აქ ვარ

     

Post a Comment