ყველა აზრი რაც ადამიანს თავში მოსდის შეიძლება გამოყენებულ იქნას კლავიატურაზე ასაკრეფად. ამიტომ უმჯობესია, თუ დაისვენებ და წარმოიდგენ, რომ დიდი ხანია წერ და ამ საქმეში გამოცდილი ადამიანი ხარ, ასეთ დროს შეიძლება ბევრ რამეზე იფიქრო რაც სასიამოვნოა, ისევე როგორც ბევრ რამეზე, რაც შეიძლება უსიამოვნო იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, წერას ისე ადვილად შეიძლებ როგორც არასდროს, შენ უკვე წერ იმას რაც გინდა - სრულ აბდაუბდას. მთავარია კლავიატრუას არ დახედო, დანარჩენი თავისით მოხდება... სიზმარეული ბოდვითი ჩანასახი, აპოკრიფული შინაარსის საბჭოს წევრთა მომავალი, წარმოადგენს მღვმდელმთავართა საორგანიზაცო საპირფარეშოში კედელზე მისხმულ ჩაის, როგორც ყველა ავტორიტარული გადმოპირქვავების შედეგად წამოსული ტალღა სპობს ნაკვალევს დაფაზე პირდაღებული მოსწავლეების წინ ეწერა ”გვირილებს არააქვთ სუნი”, როცა ვებ კამერის წინ ”ტრაკში მისუნე”-ს ძახილი ზე ”სვეცკობად” იქცა... მოდი შევეშვათ ამ მიკიბ მოკიბვას, ჩვენ ყველა ველოდით ნამდვილ სანახაობას დეკორაციებისა და წინასწარ მომზადებული მსახიობების გარეშე... გაურკვევლობაში ჩაძირული ცნობიერება ისევ ზედაპირზე ამოსვლას ლამობს. აჯობებს ყურადღება ოთახში მიმდინარე პროცესებზე გადავიტანო. რაღაც მოწყობილობა ერთდროულად უშნოდ შიშინებს და ზუზუნებს. ვერ ვიტან ამ ხმას. კლავიატურაზე კაკუნის ხმა მომწონს. ახალი ჩაძირვის შედეგად დედამიწის პროჭიდან გარეთ გამოტანილი ძვირფასი ქვების ასაწონად გაგზავნილი ფულია 40 ლარი. 6 დოლარი სოკოს ფორმის ჩიბუხისთვის. დანარჩენი ციფრული სასწორისთვის... ჰო კიდე ნივთების ჩამოტანის და პლიუს შესრულებული საბანკო ოპერაციისთვის საჭირო საკომისიო გადასახადი. კარგი, ამას ჩემს მაგივრად მოაგვარებენ, მთავარია ვიცი, რომ ამ ყველაფრისთვის 40 ლარი სრულიად საკმარისია. მაშ ასე, ცნობიერების შეცვლისათვის რაიმე ნივთიერებების მიღება აუცილებელი არაა, თუმცა ძალიან ბევრ ნეირომედიატორს შეუძლია სამუდამოდ დაუვიწყარი გაკვეთილი ჩაგიტაროს. ამიტომ მოდიან ისინი აქ, ეზრდებათ ვარდისფერი ძუძუსთავების სუნთქვა და ჭერზე ასული დიმეთილტრიპტამინის ორნამენეტებად გადაქცეული აკრძალული ხმები. იმ დღეს წვიმდა. ქუჩაში ვიღაც ბავშვები სკამებზე ჩამოსხდნენ. წვიმა გადაუღებლად მოდიოდა. ზუსტად დავინახე ახალგაზრდა გოგოს ალბათ იდეალური არა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მიმზიდველი ტრაკი როგორ დაეშვა სველ ფიცარზე, ისინი იცინოდნენ მათი ხმა ჩიტების ჭიკჭიკს გავდა. რა უნდოდათ? ასეთ ამინდში მანდ არავინ ჯდება. ყველა მოგონება არ შეიძლება იყოს საინტერესო თუმცა ნებისმიერი უფერული გამოცდილების გამიქსვა ძლიერ განცდებთან უფერულ მოგონებასაც აფერადებს და ძლიერ განცდილსაც სიმშვიდის და კონტროლის ინგრედიენტს მატებს. ისევ არაფრისთვის დახარჯული მეხსიერების ფიზიკური უზრუნველყოფა, ტვინის პატარა უბანი ქუთაისში ”პლაშატკაზე”, თითქმის ყველა მოზარდი მამრის ნესტოები დაბერილია სხვის ტრაკში სუნვის სურვილით. ეს ბუნებრივია, მაგრამ ისინი იგონებენ სპეციალურ სამაგრებს ნესტოები, რომ არ გაეშალოთ. თავიდან ეს შეიძლება ჩვეულებრივი "შპილკით" გააკეთო, თუმცა ეს სხვა დისკომფორტსაც ქმნის. ამიტომ ვიღებთ ტელეფონის კაბელს ვატყავებთ, გამოვუღებთ დაახლოებით 5-8 სანტიმეტრის ფოლადის მავთულს, გავიყრით ცხვირის ერთი ნესტოდან ხრტილში, ხრტილიდან გამოვიყვანთ მეორე ნესტოში ბოლოებს ძირს ჩამოვუშვებთთ და ცხვირს ბრტყელტუჩათი შევიკრავთ. ასე გარდა იმისა, რომ ცხვირს შეიკრავთ, თავსაც შეიმკობთ. ნებისმიერს ვინც თქვენი მორთულობის კონცეფციით დააინტერესდება შეგიძლიათ უთხრათ: ”იქნებ არასდროს არ ყოფილა სხვისი სატელეფონო საუბრების მოსმენა ისე საინტერესო როგორც დაზიანებული შნურის ნაჭერი რომელიც შეიცავს მთელი სამყაროს აუტანელ ტკვილის ჩემი ცხვირის 6 წერტილში”. საქმე იქამდე მიდის - ვიღაც აუცილებლად უნდა დაიგუდოს შეუძლებელი მოვლენების სქელ კედლებში არსებული უჰაერობის ან არარსებული ჰაერის გამო. ასე მიიღწევა ბალანსი პირამიდებზე უმოწყალოდ ჭარბი მსხვერპლშეწირვების სურვილსა და კაცობრობის სხვა საბანკო მატრაკვეცობებს შორის. პრიმიტიულ კულტურაში მიღებული პირსინგი არ შეიძლება დღეს საკომუნიკაციო სიგნალად გამოიყენო, თუ რათქმაუნდა შენ იგივე ნივთიერებებით არ ერთობი რითაც ერთობოდა ადამი და ევა, სანამ ღმერთისთვის წილის მოტეხვას არ დაიწყებდნენ. თუ გინდა ისე გაერთო, რომ წილი არ მოტეხო, ადექი და საერთოდ გააგდე იგი შენი ბიზნესიდან. გამოაცხადე დამოუკიდებლობა, დაწერე თავისუფლების დეკლარაცია, შავი კვადრატის ტექსტი, მიიღე სუპერმატისტული კონსტიტუცია დიმეთილტრიპტამინის მარადისობის მოჩუქურთმებულ ყვავილებთან ერთად. გახსოვდეს ის შენ ხარ! თავი დაანებე ადამის, ევას, ჰომოსექსუალების, ლესბოსელების და სოკოჭამია ჰომინიდების დევნას და სიძულვილს, ლოცვით თხოვე საკუთარ თავს ”ღ მ ე რ თ ო! ნუ იქნები ასეთი ახვარი! მე ხომ ვიხილე შენი ანაბეჭდი ბენუა მანდელბროტის ტვინზე, მე ვიცი შენ გიყვარს ხუმრობები, არც მე მაკლია იუმორის გრძნობა, ამიტომ ნუ მითვალთვალებ, თუ არ ვუსტვენ როცა ვფსამ!”

0 Responses to 'თვალი მანდელბროტის სიმრავლეში'

Post a Comment