(დიდი სიყვარულით ჩემ ძმებს. ყველა ნამდვილ ფისოს, ვინც ჩემთან იყო და ვინც შემამზადა)

მთელი ეს ტექსტი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს იმ გამოცდილების შეურაცყოფად, რაც მე სინამდვილეში გამოვცადე და შეიძლება თქვენ მომავალში განიცადოთ. მხოლოდ უდიდესი სურვილი - როგორმე მაინც მოვამზადო მათთან შეხვედრის მსურველი, მაიძულებს იგი დავწერო.

ზრუნვა, მზადება

მათ გაცნობამდე საჭიროა ოთახის მომზადება, როგორც ჩანს საკმარისია საჭირო ნივთები ოთახამდე მიიტანო დანარჩენზე თვითონ ისინი იზრუნებენ. როცა ქართული მასპინძლური ინსტიქტებით ვცდილობდი გარემო უფრო კომფორტული გამეხადა გამოცდილი ”სტუმრები” მეუბნებოდნენ - ეგეთი რამეები დაიკიდე, ყველაფერი თავისით მოხდება, სანთელი აინთება, სუფრაზე საჭმელი განაწილდება, ფანჯრები გაიღება(თითქოს ცოტა ცხელოდა) და ა. შ. რაც ექსპერიმენტის მსვლელობისას დადასტურდა კიდეც.

დგილის პოვნა და მისი მნიშვნელობა

თითქმის აუცილებელია ისეთი ადგილის შერჩევა, რომელსაც მთელი მოგზაურობის განმავლობაში ყოველთვის დაუბრუნდები და ზედ წამოწვები ან ჩამოჯდები. კარგად შეამოწმეთ მოგწონთ თუ არა იქ ყოფნა. გაითვალისწინეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები. იქნება ეს - სინათლის ინტენსივობა, ცალკე ოთახი, შემაღლებული ადგილი, ლოგინი თუ იატაკი(არვიცი თქვენ როგორ ჩათვლით, მაგრამ მე ამ დროს მივხვდი, რომ სკამი - კაცობრიობის ყველაზე მახინჯი გამოგონებაა).  ეს აჯობებს მანამდე გააკეთო სანამ მათ სხეულს შეეხები.

გადასვლა

რეალობა ისეთივე რჩება როგორიც ყოველთვის იყო, უბრალოდ ხვდები, რომ მასთან შენი დამოკიდებულება იცვლება გიჩნდება სიფრთხილე და უსაზღვრო მორიდება თანამეგზურების, მცენარეების და ნივთების მიმართაც კი. ხდები უფრო ემოციური, ნივთების და ფიქრების მნიშვნელობას უფრო ღრმად ხედავ. მორიდება ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ადამიანურ კორექტულობას და მორცხვობას. უბრალოდ გრძნობ, რომ უსასრულო სამყაროს ნაწილი ხდები. ყველა შენი მოძრაობა ამ სამყაროში უზარმაზარ ცვლილებებს იწვევს აქედან გამომდინარე შენი მოქმედების სიფრთხილეც უსაზღვრო ხდება.
ძალაუნებურად იწყებ მოძრაობას, სიარულს. არა იმიტომ, რომ რამე გაწუხებს, უბრალოდ ეს ძალიან ბუნებრივია. დადიხარ კატის მსგავსად ვიდრე იგი დასაწოლ ადგილს შეარჩევს. წვები. წვები და იწყება...

სამყარო დახუჭული თვალების მიღმა!

ხვდები თვალები დახუჭულია თუ ღია ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, სინათლე ყოველ შემთხვევაში რაღაც საოცრებებს ჩადის. ამ ხილვების სიტყვებით აღწერა ალბათ მთელ დედამიწაზე ყველაზე დიდი უსუსურობაა, მაგრამ მე მაინც შევეცდები. წარმოიდგინეთ სარკე რომელის ზედაპირიც ტალღისებურად მოძრაობს და ბოლოს უსასრულობის აღმნიშვნელი ნიშნის ფორმას იღებს. ეს ნიშანი არ არის ჩვეულებრივი წაქცეული 8-იანი, არამედ 8-იანების სიმრავლე 3D სივრცეში ისე, რომ მისგან ჯერ პატარა ფუნთუშა კეთდება მერე კი ბირთვი. ბირთვის შიგნით არის მილიარდჯერ წრფეებით გადაკვეთილი სარკის ზედაპირი, ამ წრფეებით შექმნილი რომბები და ოთხკუთხა სარკის ზედაპირები. თქვენი თვალის გახელა ერთერთ ასეთ ზედაპირზე უდრის მილიარდი თვალის გახელას. ყოველი წრფე, ყოველი ზღვარი არის დამატებითი განზომილების კომპონენტი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი მარადიულია, ამასთან წარმოუდგენლად ახალი. როცა ეს აზრი  იცი, მნიშვნელობა არ აქვს გეხსომება თუ არა რა გააკეთე. შენი ქცევა იცოცხლებს და ყველგან მთელი მარადისობის ველზე გავრცელდება.

სიკვდილი - აუცილებელი ტრამპლინი 

გაიგებ რა, რომ მარადისობა არცისე მოსაწყენი ადგილია. შენი ნება ხდება უფრო ძლიერად აღქმადი და ხვდები რომ ყველაფერი რაც გინდოდა გინდოდა სასაცილოდ უმნიშვნელო მიზეზით. დროა მოკვდე! ჩემი აზრით ეს არის მოგზაურობის გადამწყვეტი ფაზა და მისი ნამდვილი დასაწყისი. შენ თვალწინ ამოდიან სოკოები. ისინი არიან  ჯოჯოხეთის და სამოთხის მიქსერი. იბადებიან, ერთმანეთს ეკვრიან, ეფერებიან, იზრდებიან, კვდებიან, იხრწნებიან, ხელახლა იბადებიან. ეს ციკლი შენ თვალწინ უსასრულოდ იმ დონემდე ჩქარდება, რომ ბოლოს მხოლოდ სინათლის ბუნდოვან ლაქებს ხედავ, მერე სხვა შეფერილობის სინათლის ლაქები ჩნდებიან, რომლებიც ალბათ სხვა არსებათა დაბადება-ზრდა-სიკვდილის ციკლის აჩქარებას წარმოადგენენ. ისისნი მრავლდებიან. სამყარო თავიდან ფერადდება. იწყება მედუზისებურ სინათლის ლაქებს შორის შორის სექსი, ვერცერთი ცოცხალი არსება რომელსაც ჩვენ დედამიწაზე ვიცნობთ ვერ შეძლებს ისეთ სიყვარულს როგორიც ამ ლაქებს შეუძლიათ. მთელი სამყარო შენ ხელში, შენ ნებაში, შენ სხეულში ერთიანდება. უამრავი სხვადასხვა განზომილების აღმნიშვნელი წრფით დაყოფილ ევოლუციური სარკეში იხედები და იპრანჭები, მაგრამ აღარ გაქვს სახე, არც სხეული შენ მკვდარი ხარ. ეს შენი ტვინისთვის უდიდესი სიხარულის მომგვრელი ცნობაა, იგი სინათლეში ბანაობს, ბუნების მუსიკას უსმენს და ელექტრონული ფერებით ცეკვავს.

პასუხისმგებლობა სამყაროს შემოქმედთა წინაშე.

ასეთ ეიფორიაში აცნობიერებ, რომ შენი თანამეგზურებიც უსასრულო სამყაროებს ქმნიან და უცქერენ. ბუნებრივი სურვილი გიჩნდება ეზიარო ამ ინფორმაციას და შენი სამყაროს შესახებაც ილაპარაკო. რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემ შემთხვევაში მე და ჩემ თანამეგზურებს ეს თითქმის ერთდროულად გვინდებოდა. შევეცდები გავიხსენო რამდენიმე ნაწყვეტი ჩვენი საუბრიდან.

თავიდანვე შევთანხმდით, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე პრობლემების ამოტივტივება ასეთ დროს შეიძლებოდა ცუდ ფაქტორად ქცეულიყო. ჩემი სახლის ფანჯრიდან კი 21-ე ქვეითი სამხედრო ბრიგადის ეზოში აღმართული, უზარმაზარი, საქართველოს დროშა, ღამითაც კარგად ჩანს. აღარ მახსოვს ვინ შენიშნა იგი პირველად. ჩემთვის ვიყავი მიწოლილი და შევამჩნიე, საუბარი ჩვენი  სახელმწიფოს და მისი ქცევის შესახებ იღებდა მიმართულებას. წამოვდექი მაგიდასთან მივედი და ვთქვი.

- ვინც სახელმწიფოზე ლაპარაკს აპირებს სუხარი ჭამოს.
- რატომ გონებას უფრო გახსნის?
-არა პირი გექნებათ დაკავებული.

რატომღაც ეს სიტყვები ყველას მოეწონა და სიცილი ატეხეს მე კი ამის გამო ორცხობილას ნამცეცები გადამცდა და დიდხანს ვახველებდი.

საქმე მაინც იქამდე მივიდა, რომ საუბარი შეეხო სახელმწიფოს და ძალადობას. ბეროუზის ერთერთი ციტატის გახსენებისას "America is not a young land: it is old and dirty and evil before the settlers, before the Indians. The evil is there waiting." სამხრეთ ამერიკული ცივილიზაციების შესახებ დავიწყეთ ლაპარაკი.

- წარმოიდგინე ტიპებმა პირამიდები ააშენეს, დატოვეს და წავიდნენ.

- აცტეკებმა პირამიდებზე მსხვერპლშეწირვებით, ბუნებრივად ამოიყვანეს ყელში სისხლი  და ძალადობა. მთელმა ცივილიზაციამ ერთიანად გაათავა!

- ეგ პირამიდები მარტო პირამიდები კი არაა მათ დანიშნულება აქვთ, თორე რო ნდომოდათ ააშენებდნენ ცათამბრჯენს - და ისევ სიცილი. სიცილი ყველა ცათამბრჯენზე  მდგარზე, დანგრეულზე, აფეთქებულზე, თუ ტერორისტების მიერ წაქცეულზე.

დაბრუნება, შოკი და სავსე სევდა.

დაბრუნებით გამოწვეული შოკი არის ბლანტი გაგრძელებული სტატიკური. ყველაფერი რასაც ხედავ როგორღაც გაწუხებს. აქ დაბრუნება გიტყდება, თუმცა გრძნობ რაღაც უნდა გააკეთო, რაც იხილე უნდა გამოიტანო და შექმნა. ისე ვერ მოისვენებ. ამის მიუხედავად შენი ცხოვრება გაცილებით უფრო სავსე ხდება ვიდრე იგი მანამდე იყო სანამ მათ გაიცნობდი.

0 Responses to 'სინათლის მედუზები'

Post a Comment