ახალმა ფილოსოფიამ უნდა შეინარჩუნოს სექსუალური გამჭვირვალობის ტენდენცია, აგრეთვე უფრო პატიოსანი, რეალური აღიარება სქესების თანასწორობისა და სქესებს შორის მიმზიდველი განსხვავებისა. ამ ფილოსოფიის მითოლოგიური და რელიგიური სიმბოლო უნდა იყოს არა ჯვარზე გაკრული ღმერთკაცი, არამედ ქალის და კაცის სასიყვარულო კავშირი".
ცნობიერების შეცვლის ტექნოლოგიები დესტრუქციულ კულტებში
ტ. ლირი მ. სტიუარტი და სხვ.



შენი ბავშვური სახის სინათლე ყველაზე ჯანმრთელ სულებს ტეხავს, ქუჩის ყველაზე აყროლებული სოროები შენთვის ისეა, როგორც საკუთარი სახლი. შენი მიხრა-მოხრა სავსეა სიცოცხლის სიწმინდით. შენს ბავშვურობას ვერ აფერმკრთალებს შენი სხეულის რამდენიმე ხვრელში ერთდროულად შესული რამდენიმე ფალოსიც. შენი გონების მიერ დაგებულ ქსელში იღუპება მრავალი ქმარი.
გიხმე, სამსხვერპლო ავაგე, ხილი დავალაგე და შენც გამოჩნდი, სიტყვებით მოდი:

“სუფთა გული ხარ! გახსოვს დედამიწაზე დავიწყებული ღმერთების ნება, რისთვის მომიხმე?”

მე შენ გხედავდი, არ მჯეროდა როგორ გავბედე... შიშველი იყავი, შენი სხეული გახრწნილიყო, კანი გვამის ლაქებს და საშინელი ხრწნილების წყლულებს დაეფარა, მაგრამ ტანი ძველებურად შეკრული და ზებუნებრივად მოხდენილი გქონდა. რატომღაც არ დავიზაფრე, რადგან მითხარი:

“სუფთა გულები ისეთს მხედავენ, როგორიც ვარ. ეს შენი ჯილდოა”.

მინდოდა რაღაც მეთქვა, არ მახსოვს რა, მაგრამ ტუჩები არ მემორჩილებოდნენ, ისევ შენ მომეშველე:

“თუ ბერი ხარ – არ უღალატო შემოდგომას, თუ ქმარი – ყველა აქტის დროს შენს ქალში შევალ, თუ – მოყვარული მაშინ მეძებე და ნუ შეგკრავს რაიმე კვანძი!”

მე კი ძველებურად არ შემეძლო მეთქვა, ვინ ვიყავი. ერთხანს მიყურე, ხრწნას შენი თვალები გაგაეთეთრებინა, მაგრამ მათი გამჭვირვალობა ჯერ კიდევ საკმარისი იყო, რომ შენში ჩასახლებულ სულს გარეთ გამოეხედა. უცებ მითხარი ის, რაც ნებისმიერ მოკვდავს გააგიჟებდა - შენ დამცინავად შემეკითხე:

“შენი დედა ვარ? რატომ მომიხმე? მე ჩემს შვილებს არ ვეფერები”.

შევამჩნიე, როგორ იღვიძებდა ჩემს მეხსიერებაში სურათები სადაც ჩემს თავს მუხლმოდრეკილს და დამორჩილებულს ვხედავდი. თითქმის თავი შემეცოდა, ცრემლებმაც კი დააპირეს გამოჩენა და მათ დასათრგუნავად ის იყო მრისხანებისთვის უნდა მიმემართა, რომ შენი სიტყვები გამახსენდა “ეს შენი ჯილდოა”... გამახსენდა შენი თვალები... როგორ შეეცვალა ისინი მიწას და მე გითხარი:

“შენი შვილი ვარ, მაგრამ, არა შენი საშოდან დაბადებული. მინდა ვიცოდე, თუ გვაქვს უფლება უკვდავებას ვეძებდეთ”

შენ გაგეცინა, მაგრამ ეს სიცილი აღარ იყო დამცინავი, უბრალოდ გიხაროდა, როგორც იქნა ხმა რომ ამოვიღე. მერე უცებ დამშვიდდი... ძალიან მოხდენილი ხერხით პრაგმატულ პოლიტიკოს ქალს გამოაჯავრე და მითხარი:

“მე ძალიან მიხარია, რომ თემას ასე მივუახლოვდით”.

მერე ისევ გაიცინე, შენი სიცილი ათასი წყაროს ხმას და ტყის ფოთლების შრიალს გავდა. მერე გაქრი... სამსხვერპლოზე ხილი აღარ ელაგა...

0 Responses to 'პანის ქალიშვილი'

Post a Comment