[4/3/2008 1:27:57 PM] MK-ULTRA говорит: isa xo eqsperimentebis legalizaciaze ras ambobdi?
[4/3/2008 1:28:56 PM] Taykonaut говорит: ras da sitkvis tvitgamoxatvis tavisuflebastan ertad unda arsebobdes tavisufali kerzo eksperimentis tavisufleba. akedan ickeba scored ARALEGALURI KOSMONAVTIKA


ქვები, გულგრილი მზე და უდაბნოს მტვერი. აქ პოულობდა ავღანელი თავის გასართობს. მხოლოდ მას შეეძლო საათობით ქვებზე ცქერა. მათ უხეშად დაკუთხულ კიდეებში და მზით გახურებულ ზედაპირში აზრის პოვნა. მხოლოდ მას შეეძლო შეხვედროდა ლოცვით აქაურ მზეს. ახსოვდა ბავშვობაში ნანახი სიზმარიც უზარმაზარ შავ ხომალდებზე, რომლებმაც ერთხელ ცა დაფარეს. ავღანელი კი იდგა და პირდაღებული შეჰყურებდა ამ ცას, თვითონაც არ იცოდა საიდან გაუჩნდა ეს გრძნობა. იგი გრძნობდა რომ ამ დღისთვის ემზადებოდა. ხომალდებიდან მიწაზე დაეშვა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რამოდენიმე კაცი. ისინი ავღანელს მიუახლოვდნენ, მათ მოახლოებასთან ერთად ბიჭს რაღაც გამოუცნობი გრძნობა გაუძლიერდა, ტირილი მოუნდა. მან არ იცოდა ამ გრძნობის სათავე, ეს იყო წარმოუდგენელი მიზეზით გამოწვეული სევდა. თითქოს ეს ხომალდები და მათი მგზავრები მისთვის უფრო მშობლიურები იყვნენ ვიდრე ის ქვები, რომლებზეც თვითონ მას შემდეგ დახტოდა, რაც გამართულად სიარული ისწავლა. მამაკაცთაგან ერთს ეტყობოდა, რომ სხვებს მეთაურობდა. იგი ბიჭს დააკვირდა. მის თვალებში არ ჩანდა: არც მზრუნველობა, არც სიბრალული არც რამე მტრული, მაგრამ ჩანდა ზებუნებრივად ცოცხალი ინტერესი. ავღანელმა მხოლოდ წამით ამ თვალებში ცქერისას იგრძნო თუ რა უცნაური და წარმოუდგენელი იყო, რაც მისი ქვეყნის ცაზე ხდებოდა. სანამ ბიჭს შიში აიტანდა მეთაურმა მზერა თანამეგზურებზე გადაიტანა. მათ კი რაღაცაზე თანხმობის ნიშნად მას მრავალმნიშვნელოვნად დაუქნიეს თავი. მამაკაცები ხომალდებზე დაბრუნდნენ. მფრინავმა ნივთებმა ცა უხმაუროდ დატოვეს. ხომალდების გაქრობასთან ერთად ავღანელმა იგძნო ენით აუწერელი ტკივილი. ეს ტკივილი არ იყო ფიზიკური იგი ვერასოდეს შეძლებდა ამ განცდის აღწერას. მისი სიზმარიც აქ მთავრდებოდა. მართალია მას ეს სიზმარი მეტჯერ არ უნახავს, მაგრამ ყოველთვის ახსოვდა. არ შეეძლო სხვებისთვის მისი მოყოლა რადგან არ იცოდა სიტყვები რომლებიც აღწერდნენ კოსმოსურ ხომალდებს, ხოლო იმ სევდის გადმომცემი სიტყვები რომელიც ამ სიზმარს თან ახლდა საეჭვოა რომელიმე ენაში არსებობდეს. მხოლოდ ქვები, ქვები ჰგავდნენ ამ სიზმარს და ალბათ მხოლოდ ისინი იყვნენ მოწმე ოდესღაც ამ ადგილებში შავი ხომალდების ყოფნის. ალბათ ეს სიზმარიც არ იყო ერთი ავღანელის. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ამ უდაბნოსადმი სიყვარული, რომელსაც ამ ბიჭთან ერთად განიცდიდნენ გაერთიანებული ტომები.
დღეს ბიჭს ხელში ტყვიამფრქვევი ეჭირა და თავზე დადგომოდა ქერათმიანი უცხოელის გვამს, რომელიც თვითონ მოეკლა, იარაღი აართვა, მიხვდა, რომ ახლებურ ნივთთან ჰქონდა საქმე. ამისთვის საჭირო ყურადღება ჩართო და თხუთმეტ წუთში ავტომატის ყველა ფუნქციის რეალიზება შეძლო. სრულიად მარტომ უდაბნოში იარაღს ისე გაუგო როგორც ტყუპისცალს. ქერათმიანი კი ამისთვის ალბათ რამოდენიმე წელი იტანდა რეჟიმს და თვასმოხვეულ დისციპლინას. ავღანელი გვამს დაშტერებოდა და ხედავდა: უცნაურ ადგილებს, ნეონის შუქით ნახევრად განათებულ დიდ ოთახს და მოცეკვავე შიშველ ქალებს. ხედავდა როგორ მიდიოდა იქ დრო: ყველა ჩქარობდა, ჩქარობდა მიეღო მეტი, მეტი მოძრაობა, მეტი ხმაური, ფერების ციმციმი, მეტი ალკოჰოლი. ავღანელი ქერათმიანის სიზმრებს ხედავდა, რომლებმაც ის იყო გვამი დატოვეს. მეომარი ყოველთვის ცდილობდა ხილვებში ძალა ეპოვა, მაგრამ მიცვალებული სუპერვარსხვლავის სიზმრები ასეთს არაფერს შეიცავდა, გარდა იმისა, რომ ქერათმიანს ტკივილამდე უნდოდა თავისუფლება, უნდოდა დრო და სანამ ცოცხალი იყო ჰაერივით ჭირდებოდა მოწყენილობა, რომ როგორმე მისი საყვარელი საქმე ეპოვა. ავღანელი ქერათმიანის თვალიერებას მორჩა. გვამს ზურგი შეაქცია და ქვებში გაუჩინარდა. თავში ერთი აზრი აეკვიატა “რისთვის კვდებიან?”.
იმ ღამით ავღანელს გვიან გაეღვიძა. ცაზე უცნაური ვარსკვლავები ჩანდა. მის თავშესაფარს რამდენიმე მამაკაცი თავზე წამოდგომოდა. ავღანელი მიხვდა ბედმა უმტყუნა. მტერმა მიაგნო და მისი სიკვდილის დრო დადგა. დრო აღარ დაუხარჯავს. რაც შეეძლო ლამაზად მოქმედებდა. ფეხზე წამოდგა და გაბედული ნაბიჯით თავშესაფრიდან ამოვიდა. მამაკაცებმა მის ირგვლივ წრე შეავიწროვეს. ავღანელი პირველ მოქმედებას მათგან ელოდა. იცოდა კარგად ხედავდნენ. მისი მოკვლა ადვილად შეეძლოთ, უბრალოდ თამაშობდნენ, ცდილობდნენ უხერხულ პოზაში დაეჭირათ. იგი კი იდგა უიარაღოდ, წელ გამართული და მობილიზებული. ერთხანს არაფერი ხდებოდა, მაგრამ მეომარზე დრო აღარ მოქმედებდა. მისი გადაწყვეტილება მარადისობას ეთამაშებოდა. უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა, ვერაფრით აეხსნა რატომ? მაგრამ ეს ხმა ძალიან მშობლიური და იმედის მომცემი მოეჩვენა იმდენად, რომ უკან მოხედვაც დააპირა და ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო. თვალები გაუნათდა, ცა გათეთრდა, ვარსკვლავები კი თეთრ ცაზე შავ წერტილებად ციმციმებდნენ. ის რაც გამოღვიძებისას ცაზე უცნაური ეჩვენა, ხომალდები იყო, მისი ხომალდები! რომლებიც ახლა იდუმალი ფოსფორული სინათლით ანათებდნენ და უცნაური იეროგლიფებით იყვნენ აჭრელებული. მას ისევ თვალებში უყურებდა ზებუნებრივად ფხიზელი თვალების პატრონი მოგზაური. ამჯერად მის თანხმობას ელოდა. ავღანელი კი მზად იყო. მზად იყო მიეტოვებინა დედამიწის უკვე გამოუსადეგარი საშო. მიეტოვებინა ქვები რომლებმაც უკვე ყველაფერი ასწავლეს, რისი სწავლაც ამ პლანეტაზე შეიძლებოდა.

0 Responses to 'ავღანელი'

Post a Comment