ბიჭი თვალებგაშტერებული მისჩერებოდა კედელს. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ყურადღებით, მაგრამ მოხუცის სახლში განსაკუთრებულად დაეღო პირი. კედელზე ეხატა სქემა, არა! რაღც იეროგლიფთა თანმიმდევრობა, უფრო სწორად ხაზებით ერთმანეთთან შეერთებული რაღაც სიმბოლოები, მოკლედ ძნელი იყო იმის დადგენა რა ეხატა კედელზე. მთავარი ისაა რომ ბიჭის ყურადღება ამან მთლიანად მიიპყრო.
მოხუცი კომპიუტერთან იჯდა ისე მშვიდად თითქოს ბიჭის განცვიფრებას არაფრად აგდებდა. სინამდვილეში კი მთელი ზურგით გრძნობდა როგორ გაუმართლა. ახლა შესაბამისი ბრეინვეივი, პლუს რაიმე რითმი და ბიჭი მზად იყო.
- რა ჯანდაბად დაეთრევი იმ გადარეულთან - ღრიალებდა მამა. - ვინ დადის ერთი მაგასთან შენი ტოლი შენს გარდა, იქნება შენც ისე გამოგაყლევოს როგორც თვითონაა გამოყლევებული ეშმაკმა იცის იმ ნანგრევებში რა ჯანდაბას აკეთებს, მაგი ბერდება და ყლევდება და შენ რას აპირებ ა? - მამას ემოციები ერეოდა ბიჭს კი საკუთარი სიმშვიდე აშინებდა.
… ადრე არავინ დაიჯერებდა, რომ კომუნიკაციის ყველა პროცესი სხეულის დონეზე მიმდინარეობდა, ჩვენ გამოკეტილი ვიყავით იმ სიტყვების შინაარსში რომელსაც ხმამაღლა ვღრიალებდით. აი ასე დავკარგეთ ენერგიის დაზოგვის უნარი, რომელიც ჯერ კიდე მაშინ გვქონდა როცა ცხოველები ვიყავით…
- მაგი შენ ადამიანი ხო არ გგონია მაგია ბინძური ცხოველი მაგის დედაშევეცი, თან დაყლევებული ცხოველი, გიჟია არანორმალური ამ ცხოვრების არაფერი ესმის - გრძელდებოდა მამაშვილური პროპაგანდა… ბიჭს კი უცებ თავში რაღაც აუფეთქდა
”უნარი რომელიც ჯერ კიდე მაშინ გვქონდა, როცა ცხოველები ვიყავით…” მოხუცმა იგრძნო ბიჭი ფხიზლდებოდა და ხანგრძლივი პაუზა გააკეთა. ბიჭს ნელ ნელა გაახსენდა სად იდგა. მოხუცი მარცხენივ ამოდგომოდა და კედელზე დახაზულ ნახატზე საჩვენებლი ჯოხით რაღაცას უჩვენებდა. ბიჭს არ ახსოვდა რა თქვა მოხუცმა მანამდე. მისი ძილისმომგვრელი ხმა კი რაღაც ანესთეზიურ სამზადისს გავდა მოხუცი მას ამზადებდა რისთვის და რატომ ბიჭი ვერ ხვდებოდა.
- მომისმინე შვილო - სიტყვა ”შვილო” ასეთ დროს განსაკუთრებული ზიზღით წარმოითქმის იმაზე ხაზის გასასმელად თუ რაოდენ დიდია მამის უფლებები და მოვალეობები და კიდე იმაზე რომ შვილისთვის აღარაფერი რჩება განსაკუთრებით უფლებებიდან. - თუ კიდე მიხვალ იმ ბებერ ყლესთან იცოდე მივალ და სახეს გავულეწავ.
- ჰო მაგრამ მე აღარ დამჭირდება მასთან სიარული - თქვა ბიჭმა და ბოროტად გაიღიმა ცოტათი თავიც დახარა მაგრამ მამისთვის თვალი არ მოუცილებია.
მამა ცოტა დაიბნა წლების განმავლობაში იგი მიჩვეული იყო ამ თემაზე კამათს. ყველაფერი მონოტონურად მეორდებოდა ამ ყველაფრით კაიფსაც კი იჭერდა, რაღაც ისეთს რაც მისი საკუთრება გახლდათ და მარტო მან იცოდა. ყველაზე ინტიმური, თუ რაა, როცა ხარ მამა და შეგიძლია ამის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად ხმამაღლა იღრიალო… და უცებ ერთი შეხედვით სასურველი მაგრამ ავისმომასწავებელი პასუხი. ერთი ის, რომ ბიჭის მხრიდან ასე უცაბედი დამორჩილება იმ ყველაფრის მერე რაც ნაგავიც პირიდან დააყარა მის საყვარელ მოხუცს საკმაოდ უცნაური იყო. მეორეც მთელ ამ დროს ბიჭს წარბიც არ შეუხრია. ”აშკარაა აქ რაღაც ხდება” გაიფიქრა მამამ ”ერთია რომ დამმორჩილდა, მაგრამ ეს რაღა ჯანდაბაა ”აღარ დამჭირდება” ვითომ რა, საერთოდ რა საჭიროება არსებობს ნაგიჟარ ბებერთან სიარულის.
- ამდენხანს რას დაეთრეოდი? - მამის სატანისტური მძვინვარება ერთი-ორად გაძლიერდა, მაგრამ მალევე გაქრა. ბიჭი მიხვდა პროპაგანდა დასრულდა და რაც ძალა ქონდა ცდილობდა სიცილის შეეკავებას.
”… ნებისმიერი ემოცია გამოიყენება უკიდურესი საჭიროებისას. იმ შემთხვევაში, როცა არსების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მეომარი აკონტროლებს საკუთარ მიმიკას არა როგორც მსახიობი არამედ როგორც საკუთარი სიცოცხლისთვის მებრძოლი, შენ დგეხარ აქ და გეშინია, მაგრამ შენმა სხეულმა იცის, რომ ნამდვილად საშიში ის იქნება თუ ამის გამომჟღავნებას დაიწყებ და დაიხარჯები მაგრამ შენ, საკუთარ სისულელეს აკონტროლებ ასე, რომ არ ყოფილიყო მე არ შეგაშინებდი… ” ბუტბუტებდა მოხუცი და ძლიერი ხელებით ბიჭს ოფლიან ტანს უმშრალებდა.
- არა ანა მაგ გადარეული აქედან რამენაირად უნდა მვაშოროთ, არ შეიძლება მაგნაირი დარტყმული ხალხთან ახლოს ცხოვრობდეს - არ ისვენებდა მამა ახლა უკვე საძინებელში.
- რას ერჩი ბებერია ვის რას უშავებს ორი დღის სიცოცხლე დარჩენია. ნამძინარევი ხმით პასუხობს ანა.
- რას ლაპარაკობ ქალო! - ორი დღის წინ სავსე იყო მაგის ეზო პატრულით. ნახევარი კილო მარიხუანა უნახეს. რა უნდა მაგასთან ბავშვებს.
- უნახეს და მერე რა არც კი დაუჯარიმებიათ პაკეტიც დაუტოვეს. უფლება აქვს თურმე, საბუთები და რავიცი რაღაც სამეცნიერო ხარისხიც ქონია.
- რაა?! მთელი ცხოვრება ტყეში დარბოდა ნადირივით, რა ხარისხი ერთი სიმონა ტიპია, თუ ხარისხი აქვს და თავს ანძრევს იმ სოროში რა აცხოვრებს, გეუბნები ქალო რაღაც ვერაა მაგი, რომ უნდა ისე. - მამა ნერვიულობას განაგრძობდა თან ახლა ყველაზე მწარედ მასზე მისი შვილის გამომეტყველება მოქმედებდა აშკარა იყო დღეს მას გამოექცა, მასთან დამარცხდა - რა სირცხვილია საკუთარ შვილთან ”თავის ფურთხთან” ბრძოლა წააგო. - სამეცნიერო ხრისხი!!! მე მაგის დედას რო შევეცი, ბოზია ალბათ! ვეწეოდით ჩვენც პლანს მარა სამეცნიერო ხარისხი არ გვქონია! - აღრიალდა უცებ. ანა ლოგინიდან წამოიწია სინათლე აანთო და ყურადღებით დააცქერდა ქმარს. ქმარმაც იგრძნო, რაღაც ვერ მოზომა და თვალებში შიში გაუკრთა.
- რა გჭირს?
- რა მჭირს რა, რამე მჭირს რო? - უპასუხა ცოლს და ისევ უხერხულად მიაშტერდა.
- არა რაღაც ცუდადა ხარ. - უკვე სერიოზულად შეშფოთდა ცოლი - სახეზე ფერი არ გადევს.
”…მე არ მინდოდა მისი მოკვლა უბრალოდ მან ვერ შეინარჩუნა თავის სამყარო კონკრეტულ საზღვარში, ჩარჩოში რომელშიც შეიძლება არსებას ცოცხალი ადამიანი უწოდო, ადრე თუ გვიან ყველას ხელიდან დაგვებნევა ეს სამყარო პატარა ბურთულების მსგავსად და ნებისმიერ შემთხვევაში ამის მიზეზი ჩვენივე სისულელე იქნება. ეს ნახატიც არაა სრული იგი მხოლოდ სქემაა, გეგმა, პატარა მონახაზი, მაგრამ მცდელობა დაიტიოს მთელი სამყარო…” მოხუცს ბიჭის თავი ხელით ეჭირა და კედელზე დახატულ სამყაროს რუკაზე მის თვალებს შესაბამის მიმართულებას აძლევდა. ოთახს მხოლოდ მონიტორების სუსტი შუქი ანათებდა, მაგრამ კედელზე დახატული სქემა უკვე ბიჭს ზურგით ახსოვდა იგი მზად იყო.
მამა გულის შეტევით მოკვდა, ბიჭი სამგლოვიარო პროცესიას წინ მიუძღოდა, ანა გულისგამაწვრილებლად მოთქვამდა. ირგვლივ გაურკვეველი ფერის უღიმღამო შენობები, ყველაფერი ოთხკუთხედი ათასჯერ გამეორებული და ნახმარი, საჭირო იყო განსაკუთრებული ხედვა, რომ ამ ფანჯრებში როგორც ერთი შეხედვით იდენტური პიქსელების ერთიანობაში სურათი დაგენახა, აზრი გეპოვნა. აქ არაფერი იყო ნორმალური გარდა ერთისა არც პროცესია, არც მთვრალი მეზობლები, არც კუბო და არც საფლავი. ყველაფერი გაანგარიშებული ქონდა ვიღაც აქვსენტიჩს და ჯიბეში რვეული ედო. ნორმალური იყო მხოლოდ ტკივილი – იგი იყო ერთადერთი რასაც შეიძლებოდა ჩაბღაუჭებოდი და გეთქვა, რომ ეს ნამდვილია, ბიჭმა იცოდა მოხუცს ვეღარ ნახავდა, მაგრამ იცოდა ისიც რომ მასთან ვალში იყო და ეს ვალი მთელი სამყაროსთვის უნდა გადაეხადა მის ცხოვრებაში რაღაც იწყებოდა რაღაც გაცილებით უფრო საშინელი ვიდრე ჩვეულებრივი ომი.
– შენ კარგად ხედავ შენობის სულს შეგიძლია პერსონალში გაერიო, მათი გული მოიგო გახსოვდეს შენ აგენტი ხარ.
– ჰოო? ალბათ მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. რა მოჰყვება ამას,
– გასაგებია მაი ლორდ, მაგრამ შენ ძალიან ბევრი რამე გაინტერესებს თუ მოძრაობის დაწყებამდე ყველა კითხვაზე პასუხის ძებნას მოინდომებ ღრმა კატატონიაში ჩავარდები.
– კი მაგრამ ვიცოდე მაინც ვის ვებრძვით, მე დილით ადრე ვდგები ჩაის ვსვამ სამსახურში მივდივარ, „კოლეგებთან“ ვხუმრობ. ვთქვათ გავიმარჯვეთ რა იქნება მერე?
– ო ჩემო პატარავ გამარჯვება ისეთივე ილუზიაა როგორც სხვა დანარჩენი კიდე გიმეორებ შენ ხედავ შენობების სულებს – ანგელოზებს და ესაა შენი საქმე ამ სამყაროში – იცოდე ამ მიმართილებით იმოძრავებ მერე კი შეგეძლება სხვა დანარჩენსაც გადაავლო თვალი მაგრამ ეს უკვე როგორც მოგზაურმა ფანჯრიდან პასიური ინტერესისთვის, შენი ავტობუსი კი ანგელოზების მხილებაა მათი გამოვლენა. ამას გაგვიკეთებ შევთანხმდით?
– კიდევ მაქვს რამდენიმე კითხვა...
– ფრთხილად მეგობარო ეს ფალლოუთი არ გეგონოს ჩვენ აქ რეალობას ვეთამაშებით აქ ან მოქმედებ ან შენზე მოქმედებენ თავისთავად ძალიან დიდი მიღწევაა ის რომ ჩვენამდე მოდი მოხუცმა მაინც დიდი საქმე გააკეთა და შენი თავითაც შეგიძლია იამაყო, მაგრამ ყოველთვის შეიძლება შენი სვლა შეჩერდეს. იქნებ ეს ზუსტად ის ადგილია სადაც ეს უნდა მოხდეს?
– კარგი მე მზად ვარ.
– მშვენიერია ხვალ კვირის ბოლოს ანგარიშს გამოგზავნი ამ მისამართზე ......... თუ გამოდგება მერე შეგატყობინებთ.

0 Responses to 'cross world'

Post a Comment